ადეკვატური საცხოვრისის საკითხის განხილვა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 34-ე სესიაზე

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 34-ე სესიაზე, პირველ მარტს, საბჭომ ადეკვატური საცხოვრისის თემაზე იმსჯელა, სადაც, ყოველწლიური თემატური მოხსენებით წარსდგა გაეროს სპეციალური მომხსენებელი ლეილანი ფარა. ლეილანის სამუშაო თემას წარმოადგენდა – ადეკვატური საცხოვრისის უფლება, როგორც ცხოვრების სათანადო სტანდარტის ნაწილი და აღნიშულ კონტექსტში დისკრიმინაციისგან დაცვა.

leilanionuმომხსენებელმა ისაუბრა ქვეყნებში საცხოვრისის მონოპოლოზაციის მიზნით ფინანსური ბაზრისა და კორპორაციების დომინაციაზე, რასაც შედეგად ადამიანების საცხოვრისის გარეშე დარჩენა მოსდევს. როგორც ლეილანი აღნიშნავს, კორპორაციები საცხოვრისებს განიხილავენ, როგორც ფულის ინვესტიციის საუკეთესო და მდგრად წყაროს, შედეგად კი ზიანდება იმ ადამიანების უფლებები, ვისაც საცხოვრისზე – ანუ ცხოვრების მინიმალურ სტანდარტზე ყოველგვარი წვდომა ეზღუდება.

საზოგადოებაში საცხოვრისის  დეჰუმანიზაცია მისი სოციალური როლის დაკარგვას უკავშირდება. დღესდღეობით, ინვესტორთა დიდი ნაწილი დებს ინვესტიციას საცხოვრისების შეძენაში, რომელთა სრული უმრავლესობა ცარიელი და გამოუყენებელია. მაგალითად, მხოლოდ მელბურნში (ავსტრალია) ინვესტორების მიერ შეძენილი 82 000 საცხოვრისიდან 1/5 ნაწილი დაკეტილია. თითქოს, ტენდენციად მკვიდრდება – საცხოვრისების ბაზარი ორიენირებული იყოს და პასუხობდეს ინვესტორების გლობალურ მოთხოვნას და არა საზოგადოების საჭიროებებს. საცხოვრისებს კი, ეპატრონებიან უსახელო, აბსტრაქტული იურიდიული ფირმები და არა ცოცხალი ადამიანები.

04-22-2016indiahomeსაცოხვრისების მონოპოლიზაცია იწვევს მოწყვლადი მოსახლეობის კრიტიკულ გაღარიბებას და ყველა ქვეყნის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებში ხელს უწყობს უთანასწორობის გაღრმავებას. ამავე პროცესებმა დრამატული ზეგავლენა იქონია სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე იმ ადამიანების მიმართ, ვის წინაშეც სახელმწიფოს ადამიანის უფლებებისა და მათ შორის, ცხოვრების მინიმალური პირობებით უზრუნველყოფის ვალდებულებები აქვს. სახელმწიფო სტრუქტურების სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მოქალაქეების საცხოვრებლის საჭიროებებს და ორიენტირებულნი არიან, დააკმაყოფილონ ინვესტორების მოთხოვნები. შესაბამისად, ქვეყნის სოციალური პოლიტიკაა – მოერგოს ინვესტორების პოლიტიკას, რაც ადამიანის უფლებების მდგომარეობას ამ ქვეყნებში სულ უფრო და უფრო ამძიმებს.

სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ხშირად, თავად ხდებიან ამ ფინანსურ ინსტიტუტებზე ფინანსურად დამოკიდებულები, აღარ ავითარებენ ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ საცხოვრისით უზრუნევლყოფის პოლიტიკას, მოქალაქეების დასახმარებლად აღარ ახორციელებენ კონვენციით გათვალისწინებულ პოზიტიურ ღონისძიებებს – რითაც, თავისი უმოქმედობით, ეთანხმებიან ადამიანების საცხოვრისზე უარის თქმისა და ცხოვრების მინიმალური პირობების დარღვევის პოლიტიკას.

ვრცლად:  http://ap.ohchr.org/documents/dpage_e.aspx?si=A/HRC/34/51

PHR-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში ესწრება გამართულ ღონისძიებებს, პერიოდულად, მოგაწვდით სიახლეებს სესიის ფარგლებში განხილულ საკითხებსა და პრობლემატიკაზე. საქართველოში საცხოვრისის უფლების რეალიზაციის შესახებ იხილეთ EMC-ის ანგარიში მოცემულ ბმულზე: https://emcrights.files.wordpress.com/2016/10/e18399e18395e18394e1839ae18395e18390-e183a3e183a1e18390e183aee1839ae18399e18390e183a0e1839de18391e18390.pdf

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s