ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიში ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ბავშვთა რელიგიურ და სახელმწიფო თავშესაფრებში

2017 წლის  27 თებერვალს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ – ზაზა სოფრომაძემ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა. ანგარიში მოიცავდა 50-ზე მეტ რეკომენდაციას. აღნიშნულ სხდომას ესწრებოდა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, რომელმაც ის საკითხები გამოჰყო, რაც თემატურად ორგანიზაციის პრიორიტეტებად ისახება.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე, რომელიც ეხებოდა საპატრიარქოსა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა სახლებში არსებული მდგომარეობის შესწავლას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ – ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს სამი ასეთი ბავშვთა სახლის შემოწმება და იქ არსებული მდგომარეობის შესწავლა. რაზეც სხდომაზე გამოითქვა რეკომენდაცია, რომ კარგი იქნება, თუკი, ჯანდაცვის სამინისტრო ყურადღებას მიაქცევს არა მარტო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა სახლებს, არამედ, მუსლიმური კონფესიის დაქვემდებაებაში მყოფ ბავშვთა სახლებსაც, გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებში მათ მიმართაც გამოითქვა კონკრეტული მითითებები.

მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა რეკომენდაციაზე მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ჩარიცხვის წესის შესაბამისად სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების საკითხზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო ახორციელებს აღნიშნული რეკომენდაციის შესრულებას. მომხსენებლის განცხადებით, სამინისტრო ამოწმებს სახელმწიფო ზრუნვის სისტემის ფარგლებში ბავშვთა მიმართ გაწეული მომსახურების შესაბამისობას შესაბამისი რეგლამენტის წესებთან და დარღვევის შემთხვევაში ხდება ეფექტური რეაგირება.

მოხსენების ფარგლებში ასევე, ზაზა სოფრომაძემ ისაუბრა დუშეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლში არსებულ მდგომარეობაზე. მისი განცხადებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა მოინახულეს დუშეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ბენეფიციარები და გაესაუბრნენ მათ, რის შედეგადაც გამოვლინდა მათი საჭიროებები. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ დუშეთის ბავშვთა სახლის პერსონალს, იქ არსებული ხარვეზების გამო, მიეცათ სიტყვიერი მითითება და ასევე, გაიცა მითითებები მნახველთა მიერ აღსაზრდელთა მონახულებისა და  გაყვანის საკითხებთან დაკავშირებით. ამჟამინდელი მდგომარეობით, დუშეთის სახლში აღირიცხება ხუთი ბენეფიციარი და სახლი უზრუნველყოფილია შესაბამისი პირობებით. მინისტრის მოადგილის განცხადებით, არ იკვეთება რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა. დუშეთის სახლში აკმაყოფილებს ბენეფიციართა საჭიროებებს და მიმდინარეობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s