ახალგაზრდა ლიდერები გაეროში ახალგაზრდებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ

28 თებერვალს, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში, გაეროში დანიის წარმომადგენლობის ორგანიზებით ახალგაზრდებისათვის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე დისკუსია გაიმართა. დისკუსია ახალგაზრდა ლიდერების მონაწილეობით მიმდინარეობდა. ღონისძების დასაწყისში ახალგაზრდა აქტივისტებმა დამსწრეებს ის მცდარი მითები უჩვენეს, რაც რეპროდუქციული ჯანმრთელობის გარშემო არსებობს და რაც ახალგაზრდებს ცოდნის მიღებასა და ცხოვრების დაგეგმვაში უშლის ხელს.

cover

ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა დღეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაწილია და მისი განხორციელება ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს მოიცავს, როგორიცაა:

  1. სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის უფლების შესახებ ასაკისთვის შესაბამისი და მტკიცებულებაზე დაფუძნებული სამეცნიერო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
  2. კონტრაცეფციის, ისევე როგორც, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა;
  3. ახალგაზრდებში დაუგეგმავი ორსულობისა და შვილოსნობის შემცირება;
  4. სქესობრივად გადამდები დაავადებებისა და იმუნოდეფიციტის სინდრომის გავრცელების შემცირება და სხვა.

დისკუსიის დროს ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ მსოფლიოში საკმარისი ცოდნა დაგროვდა იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან ბავშვები და ახალგაზრდები სქესობრივი ძალადო16806691_10155051494211112_6995327825695075735_n.jpgბის, გაუპატიურების, ადრეული ქორწინების, სქესობრივად გადამდები დაავადებების მსხვერპლები და ამის ერთ-ერთი მნიშნელოვან მიზეზად, მათთვის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ინფორმაციის შეზღუდვა დაასახელეს. ახალგაზრდებმა იმსჯელეს მშობლების როლზე რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების პროცესში და აღნიშნეს, რომ ხშირად, მშობლებს ჰგონიათ, რომ თუკი თავს აარიდებენ შვილებთან ამ საკითხებზე საუბარს, ამით გადაავადებენ მათ სქესობრივ განვითარებას, – რაც ახალგაზრდა ლიდერების აზრით, არასწორია და მითია:

სქესობრივი განვითარდება თავისი წესით მიმდინარეობს, ხოლო მშობელი, ინფორმაციისა და ცოდნის დამალვით, ფაქტობრივად, ბავშვს სწირავს მისი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ასპექტებზე არასწორი წარმოდგენების შექმნით. ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ინფორმაციის ზღვა ნაკადი მოედინება, რაც დიდ რისკებს უქმნის რეპროდუქციული ჯანმრთელბისა და სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ახალგაზრდებისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების პროცესში, არის რისკი, რომ ახალგაზრდები ამ ინფორმაციის მიწოდებისას შერცხვენილად, დამცირებულად და არასრულფასოვნად იგრძნობენ თავს. მაგალითად, ახალგაზრდა, რომელიც ორსულადაა, თუნდაც, ადრეულ ასაკში, არ უნდა გახდეს დამცირების, ყველასგან კრიტიკისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი, რისთვისაც საზოგადოების მხრიდან ინფრომაციის დროული და სწორი ფორმით მიწოდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ახალგაზრდები უნდა იყვნენ სოციალური ინოვაციების ცენტრში. ბავშვებსა და მოზარდებს მოსწონთ, როდესაც ინფორმაციას თანატოლებისგან იღებენ. ბევრად უფრო უადვილდებათ შეკითხვების დასმა. მაგალითად, განაში, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროდუქტი:

  1. რადიოგადაცემა – სადაც მხოლოდ მოზარდები საუბრობენ იმ კითხვების შესახებ, რაც მათ უჩნდებათ და ერთმანეთს, სწორედ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ცონდას უზიარებენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ამ რადიოგადაცემების შემდეგ, ბევრმა ახალგაზრდამ და მოზარდმა მიმართა რადიოგადაცემის ავტორებს კითხვებითა და დახმარების თხოვნით.
  2. მოზარდებმა და ახალგაზრდებმა, ასევე, გამოსცეს საინფორმაციო ბროშურა, რომელსაც ახლდა სპეციალური კონვერტი სახელწოდებით “კითხვები დეიდასთვის”. მათი თქმით, ყველა ბავშვს ჰყავს ერთი დეიდა ან ბიძია, რომელსაც იგი ენდობა და შეკითხვას უსვამს იმის შესახებ, თუ რა ემართება მათ სხეულს გარდატეხის ასაკში, ხოლო, ვისაც ასეთი ადამიანი გვერდით არ ჰყავთ, ამ კონვერტის საშუალებით, შეუძიათ, კონფიდენციალურად მიწერონ “დეიდას”, რომელიც მათ სწორ პასუხებს გასცემს და ამ კითხვებისთვის არ გააკრიტიკებს.
  3. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი კი, პანელის მონაწილეების თანახმად, ისაა, რომ რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ მოზარდებს ინფორმაცია არ მიეწოდოთ როგორც პასიურ ობიექტებს, – მათ თავად უნდა დაგეგმონ ამ ინფორმაციის გავრცელებისთვის საჭირო ფორმა, რადგან მხოლოდ ამ მოზარდებისა და ახალგაზრდების მიმართ ექნებათ სხვა მოზარდებსა და ახალგაზრდებს ნდობა.

PHR-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში ესწრება აღნიშნულ შეხვედრას, პერიოდულად მოგაწვდით სიახლეებს სესიის ფარგლებში განხილულ საკითხებსა და პრობლემატიკაზე. საქართველოში მოზარდთა და ახალგაზრდების სტატისტიკურ მონაცემებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, შეგიძლიათ, გაეცნოთ მოცემულ ბმულზე: 

http://www.ncdc.ge/AttachedFiles/NCDC%20Youth_Health_Statistical%20Overview_20.02.2014_d68e1957-a8f2-45af-a143-1af5a3e890c8.pdf

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s