გაეროს გენერალური მდივანი: გაერო თქვენ მხარესაა და მეც თქვენ მხარეს ვარ…

2017 წლის 27 თებერვალს, ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 34-ე სესია გაიხსნა. სესიის დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, წარმოდგენილია – ბავშვთა უფლებების, დისკრიმინაციისგან დაცვის, გამოხატვის თავისუფლების, ადამიანის უფლებადამცველების მდგომარეობისა და ფსიქიატრიაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლებისა და ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ანგარიშების განხილვა. PHR-ის წევრი, რომელიც ესწრება აღნიშნულ შეხვედრას პერიოდულად მოგაწვდით სიახლეებს სესიის ფარგლებში განხილულ საკითხებსა და პრობლემატიკაზე.

-

ამონარიდი გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერესის 34-ე სესიის გახსნაზე გამოსვლიდან:

“ჩემთვის უდიდესი პატივია, ადამიანის უფლებების საბჭოსადმი მიმართვა. მე სავსე ვარ მადლიერების განცდით და ამავე დროს, მოგმართავთ გადაუდებელი აუცილებლობის დროს. ადმიანის უფლებებისადმი უპატივცემულობა – ეს ის დაავადებაა, რომელიც ერთნაირად ვრცელდება ჩრდილოეთით, სამხრეთით, ამოსავლეთით და დასავლეთით. ადამიანის უფლებების საბჭო უნდა იქცეს ამ დაავადების განკურნებად. თქვენ, შეგიძლიათ, დააფიქსიროთ კრიზის მოახლოების ადრეული ნიშნები და შეაჩეროთ ის… მიუხედავად ადამიანის უფლებების საბჭოს წევრების განსახვევებული მოსაზრებებისა ამა თუ იმ საკითხზე, საბჭო ეყრდნობა ერთ ფუნდამენტურ იდეას: დავიცვათ ყველა ადამიანის უფლება და ყველა სახელმწიფოს ინტერესი. ადამიანის უფლებები – სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული – არასოდეს უნდა მივიჩნიოთ იმ ფუფუნებად, რომლის მოპოვებასაც “მომავალისთვის გადავდებთ”, მას შემდეგ, რაც მშვიდობისა და განვითარების დასახულ მიზნებს მივაღწევთ, ადამიანის უფლებები ჩვენი ყველა ქმედებისა და ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილია. მე ამ ყოველივეს დღეს ვამობობ, როგორც გაეროს გენერალური მდივანი, მაგრამ ადამიანის უფლებებისადმი ჩემს სწრაფვასა და მხარდაჭერას ღრმა ფესვები აქვს, ეს ჩემს პირად ისტორიას ეხება. მე გავიზარდე პორტუგალიაში დიქტატურის დროს. დემოკრატია 24-წლამდე არც კი ვიცოდი, რა იყო. მე ვიხილე, როგორ ირღვეოდა ადამიანის სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებები, – საზოგადოების შეფერხება ყველა ასპექტით… სწორედ აქედან მოდის ჩემი სწრაფვა ადამიანის უფლებების დაცვისადმი”.

გაეროს გენერალურმა მდივანმა გამოსვლისას გაეროს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებადამცველების როლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

„ადამიანის უფლებადამცველებს მივმართავ – მადლობა, თქვენი გამბედაობისთვის. გაერო თქვენ მხარესაა და მეც თქვენ მხარეს ვარ (…) შეგახსენებთ, რომ გაეროს წევრი სახელმწიფოების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებადამცველები მუშაობდნენ ზეწოლის ყოველგვარი შიშის გარეშე“, – აღნიშნა ანტონიო გუტერესმა თავის გამოსვლაში.

გენერალური მდივნის გამოსვლის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.un.org/sg/en/content/sg/statement/2017-02-27/secretary-generals-remarks-human-rights-council-scroll-down-french

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s