ბავშვს, რომელიც ოჯახში ძალადობის შემსწრეა, შესაძლოა, მხვერპლის სტატუსი მიენიჭოს

ბავშვს,რომელიც ოჯახში ძალადობის შემსწრეა, შესაძლოა, მხვერპლის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი ინიციატივა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისთვის საჭირო კანონპროექტის განხილვისას არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ დააყენა, რომელზეც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო დაფიქრდება. ანა აბაშიძე სხდომაზე კიდევ ერთი ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, ბავშვს უნდა მიენიჭოს უფლება იყოს მოსარჩელე.

“პირველი რასაც მე ყოველთვის ვაპროტესტებ და მხვდება ხოლმე თვალშიც და გულშიც, ეს არის ის, რომ ბავშვს არასდროს არ უტოვებენ უფლებას თავად იყოს მოსარჩელე, ეს მესმის, ზოგადად, ჩვენი სამარლის სისტემის ზოგადი გამოწვევაა, მაგრამ მინიმუმ იმ ნაწილში მაინც, რომ თუ ბავშვი გახდა ძალადობის მსხვერპლი, მისი უფლება – მიმართოს სასამართლოს, გარანტირებულად შეგვიძლია ეს ჩვენ გავაკეთოთ. დღევანელ კანონპროექტში და მიმდიანრე კანონებშიც წერია, რომ მეურვეობაზე მზრუნევლობის ორგანო არის ის ორგანო, რომლის გავლითაც უნდა მოხვდეს ბავშვის საქმე სასამართლოში. 

მეორე, ბავშვი როგორც ძალადობის მოწმე, არა პირდაპირი ობიექტი ძალადობის, არამედ როგორც შემსწრე, მოწმე, ეს აღიარებულია უკვე დიდი ხანია და აღარ კამათობენ, რომ ამ შემთხვევაში ბავშვი არის მსხვერპლი, თუმცა, ამის რეგულაცია ჩვენ არ გვაქვს დღემდე და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ პირდაპირ ჩავწერთ, რომ თუ ბავშვი არის ძალადობის შემსწრე, მოწმე, ის განიხილება როგორც მსხვერპლი და მთელი რიგი დაცვისა თუ დახმარების ბენეფიტების ნაწილი უნდა მიემართებოდეს ბავშვებს ამ შემთხვევაშიც”, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

ანა აბაშიძის წინადადებები ასევე მოიცავდა ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა დამცავი და შემაკავებელი ორდერების უმცირესობათა ენაზეც გამოცემა და საჭიროებისამებრ ბრაილის შრიფტითაც, რასაც იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე, გაითვალისწინებენ. ანა აბაშიძემ კომიტეტის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, უნდა გაიზარდოს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ხანგრძლივობაც, რადგან ის ამ დროისთვის ერთი თვით განისაზღვრება და ხშირია შემთხვევები როცა პრობლემა მისი ვადის დამთავრებისთანავე იქმნება. აღნიშნული ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს წარმოამდგენელმა არ გაიზიარა.

“რაც შეეხება წინადადებს ბავშვთან დაკავშირებით, ბავშვი მოწმე, შემსწრე, მსხევრპლი, ეს ისეთი საკითხია, რაზეც ნამდვილად ღირს დაფიქრება და მე თქვენ გპირდებით, რომ მე ამაზე დავფიქრდები და იუსტიციის სამინისტრო ამაზე დაფიქრდება, იმიტომ რომ ეს სერიოზული თემაა ნამდვილად. რაც შეეხება ბავშვი, როგორც მოსარჩელე, აქ უფრო მეტსაც გეტყვით, გარდა იმისა, რომ დავფიქრდებით, ჩვენ იუნისეფთან გვაქვს შეთანხმება, იუსტიციის სამინისტრო სათავეში უდგას კერძო სამართლის საბჭოს, მივიღეთ იმაში მონაწილეობა, იუნსეფთან ერთად გვაქვს ვალდებულება, რომ ვიმუშაოთ ძალიან დიდი პროექტზე, სათაურით – Just it fot children, რაც გულისხმობს ბავშვის მონაწილეობას, არა მხოლოდ სისხლის პროცესში, არამედ ნებისმიერ, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სხვა პროცესებში, ბუნებრივია, ეს ეხება ბავშვს როგორც მომჩივანს თუ მოსარჩელეს და იმ კონტექსტში ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ პრობლემების იდენტიფიცირებას განვახორციელებთ და იმის მერე პასუხი საჭიროებებზე იქნება შესაბამისად. მიიღეთ მონაწილეობა და მოდი ამაზე ვილაპარაკოთ იმ კონტექსტში.

ასევე ძალიან საინტერესო შენიშვნა არის ორდერის გაცემა უმცირესობათა ენებზე, მინიმუმ იმ ადგილებში სადაც კომპაქტური დასახლებებია ჩვენი უმცირესობების, ბუნებრივია ამაზე ღირს დაფიქრება.

რაც შეეხება იმას, რომ რატომ არის დამცავი ორდერი 6თვემდე და შემაკავებელი ორდერი ერთი თვე, ამის გასამართლებლად მე ერთი ლეგიტიმური პასუხი რაც მახსენდება ის არის, რომ დამცავი ორდერი გაცემულია სასამართლოს მიერ, მაშინ როცა შემაკავებელი ორდერი გაცემულია პოლიციის მიერ, პოლიცია და სასამართლო ერთი და იგივე არ არის. მათ შორის საკითხის, ფაქტების გამოკვლევის და სხვადასხვა შესაძლებლობებიდან გამომდინარე და სტატუსიდან გამომდიანრე. ბოლოს და ბოლოს იმ ერთი თვის განმავლობაში როცა შენ კანონმა დაგიცვა უკვე ამ ფორმით, მიმართე უკვე იმას, რომ დამცავმა ორდერმაც დაგიცვას. აქედან გამომდიანრე არ მგონია რომ შემაკავებელი ორდერის ხანგრძლივობის გაზრდა არის საჭირო, ან აუცილებელი ან თუნდაც ლეგიტიმური.

ამაშიც გეთანხმებით,რომ თუ უსინათლოა.. ყველა პირისთვის ადეკვატური ფორმით უნდა იყოს შეტყობინებები, ამაზე რა შემიძლია მქონდეს საწინააღმდეგო”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. ბავშვს,რომელიც ოჯახში ძალადობის შემსწრეა, შესაძლოა მხვერპლის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი ინიციატივა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისთვის საჭირო კონპროექტის განხილვისას არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ დააყენა, რომელზეც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო დაფიქრდება. მისი კიდევ ერთი ინიციატივა კი იყო ის, რომ ბავშვს მიენიჭოს უფლება იყოს მოსარჩელე.

“პირველი რასაც მე ყოველთვის ვაპროტესტებ და მხვდებახოლმე თვალშიც და გულშიც, ეს არის ის, რომ ბავშვს არასდროს არ უტოვებენ უფლებას თავად იყოს მოსარჩელე, ეს მესმის ზოგადად ჩვენი სამარლის სისტემის ზოგადი გამოწვევა, მაგრამ მინიმუმ იმ ნაწილში მაინც, რომ თუ ბავშვი გახდა ძალადობის მსხვერპლი მისი უფლება მიმართოს სასამართლოს, გარანტირებულად შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ, დღევანელი კანონროექტში და მიმდიანრე კანონებშიც წერია, რომ მეორვეობაზე მზრუნევლობის ორგანო არის ის ორგანო, რომლის გავლითაც უნდა მოხვდეს ბავშვის საქმე სასამართლოში. ეს ერთი.

მეორე, ბავშვი როგორც ძალადობის მოწმე, არა პირდაპირი ობიექტი ძალადობის, არამედ როგორც შემსწრე, მოწმე, ეს აღიარებულია უკვე დიდი ხანია და აღარ კამათობენ, რომ ამ შემთხვევაში ბავშვი არის მსხვერპლი, თუმცა ამის რეგულაცია ჩვენ არ გვაქვს დღემდე და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ პირდაპირ ჩავწერთ, რომ თუ ბავშვი არის ძალადობის შემსწრე, მოწმე, ის განიხილება როგორც მსხვერპლი და მთელი რიგი დაცვის თუ დახმარების ბენეფიტების ნაწილი უნდა მიემართებოდეს ბავშვებს ამ შემთხვევაშიც”,-განაცხადა ანა აბაშიძემ.

ანა აბაშიძის წინადადებები ასევე მოიცავდა ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა დამცავი და შემაკავებელი ორდერების უმცირესობათა ენაზეც გამოცემა და საჭიროებისამებრ ბრაილის შრიფტითაც, რასაც იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე გაითვალისწინებენ. ანა აბაშიძემ კომიტეტის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით უნდა გაიზარდოს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ხანგრძლივობაც, რადგან ის ამ დროისთვის ერთი თვით განისაზღვრება და ხშირია შემთხვევები როცა პრობლემა მისი ვადის დამთავრებისთანავე იქმნება. აღნიშნული ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს წარმოამდგენელმა არ გაიზიარა.

“რაც შეეხება წინადადებს ბავშვთან დაკავშირებით, ბავშვი მოწმე, შემსწრე, მსხევრპლი, ეს ისეთი საკითხია, რაზეც ნამდვილად ღირს დაფიქრება და მე თქვენ გპირდებით, რომ მე ამაზე დავფიქრდები და იუსტიციის სამინისტრო ამაზე დაფიქრდება, იმიტომ რომ ეს სერიოზული თემაა ნამდვილად.

რაც შეეხება ბავშვი როგორც მოსარჩელე, აქ უფრო მეტსაც გეტყვით, გარდა იმისა რომ დავფიქრდებით, ჩვენ იუნისეფთან გვაქვს შეთანხმება, იუსტიციის სამინისტრო სათავეში უდგას კერძო სამართლის საბჭოს, მივიღეთ იმაში მონაწილეობა, იუნსეფთან ერთად გვაქვს ვალდებულება, რომ ვიმუშაოთ ძალიან დიდი პროექტზე, სათაურით Just it fot children, რაც გულისხმობს ბავშვის მონაწილეობას, არა მხოლოდ სისხლის პროცესში, არამედ ნებისმიერ, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სხვა პროცესებში, ბუნებრივია, ეს ეხება ბავშვს როგორც მომჩივანს თუ მოსარჩელეს და იმ კონტექსტში ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ პრობლემების იდენტიფიცირებას განვახორციელებთ და იმის მერე პასუხი საჭიროებებზე იქნება შესაბამისად. მიიღეთ მონაწილეობა და მოდი ამაზე ვილაპარაკოთ იმ კონტექსტში.

ასევე ძალიან საინტერესო შენიშვნა არის ორდერის გაცემა უმცირესობათა ენებზე, მინიმუმ იმ ადგილებში სადაც კომპაქტური დასახლებებია ჩვენი უმცირესობების, ბუნებრივია ამაზე ღირს დაფიქრება.

რაც შეეხება იმას, რომ რატომ არის დამცავი ორდერი 6თვემდე და შემაკავებელი ორდერი ერთი თვე, ამის გასამართლებლად მე ერთი ლეგიტიმური პასუხი რაც მახსენდება ის არის, რომ დამცავი ორდერი გაცემულია სასამართლოს მიერ, მაშინ როცა შემაკავებელი ორდერი გაცემულია პოლიციის მიერ, პოლიცია და სასამართლო ერთი და იგივე არ არის. მათ შორის საკითხის, ფაქტების გამოკვლევის და სხვადასხვა შესაძლებლობებიდან გამომდინარე და სტატუსიდან გამომდიანრე. ბოლოს და ბოლოს იმ ერთი თვის განმავლობაში როცა შენ კანონმა დაგიცვა უკვე ამ ფორმით, მიმართე უკვე იმას, რომ დამცავმა ორდერმაც დაგიცვას. აქედან გამომდიანრე არ მგონია რომ შემაკავებელი ორდერის ხანგრძლივობის გაზრდა არის საჭირო, ან აუცილებელი ან თუნდაც ლეგიტიმური.

ამაშიც გეთანხმებით, რომ თუ უსინათლოა.. ყველა პირისთვის ადეკვატური ფორმით უნდა იყოს შეტყობინებები, ამაზე რა შემიძლია მქონდეს საწინააღმდეგო”?! -განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

წყარო: http://imtavroba.ge/new/5964-bavshvi-romelic-ojakhshi-dzaladobis-shemstsrea-shesadzloa-mkhverplis-statusi-mienichos

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s