“ბავშვს სკოლაში მისვლა აღარ უნდა, დირექტორის ეშინია“- დაპირისპირება ჩალაუბნის სკოლაში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩალაუბნის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე გოგონას დედა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უპირისპირდება.
ნათია დათუაშვილის მტკიცებით, სკოლის ხელმძღვანელმა მის შვილს პანდუსით სარგებლობის უფლება არ მისცა და კიბიდან უკან ჩამოიყვანა(…).

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აღმასრულებელი დირექტორის ანა არგანაშვილის თქმით, ამ საკითხით განათლების სამინისტრო და უფლებადამცველი უნდა დაინტერესდნენ:

„უნდა აღვნიშნოთ, თუ ეზოს დასუფთავება ბავშვის დასჯის მეთოდი იყო, ნებისმიერი დისციპლინური სახდელის დადება, მკაცრად წესრიგდება კანონმდებლობით. უფრო მეტიც, საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონით, დირექტორი ერთპიროვნულად ვერ დააკისრებს ბავშვს დისციპლინურ სახდელს და შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც იკვეთება პრობლემა. რატომ უნდა მოწყვიტო ბავშვი საგაკვეთილო პროცესს და დაალაგებინო?! გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, ნებისმიერი ქმედება, რაც ხორციელდება ბავშვის მიმართ, უნდა ეყრდნობოდეს მოზარდის ჭეშმარიტ ინტერესს, გამორიცხული იყოს ბავშვის მიმართ ძალადობა ან ითვალისწინებდეს ბავშვის მოსაზრებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ რომ რომელიმე ზემოთ მოყვანილი პუნქტი იყო გათალისწინებული. მოსწავლის მიერ სკოლის დალაგება თავისთავად ცუდს არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ღირსებაშემლახავი, არ უნდა იყოს იძულებითი, მითუმეტეს არ უნდა არღვევდეს მისი განათლების უფლებას, ანუ არ ხდებოდეს საგაკვეთილო პროცესში”.

იხილეთ ვრცლად: http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/25904-qbavshvs-skolashi-misvla-aghar-unda-direqtoris-eshinia-dapirispireba-chalaubnis-skolashi

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s