ომბუდსმენმა PHR-ის მიმართვის საფუძველზე მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში არსებული პრობლემების თაობაზე რეკომენდაცია შეიმუშავა

ომბუდსმენმა PHR-ის მიმართვის საფუძველზე მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში არსებული პრობლემების თაობაზე რეკომენდაცია შეიმუშავა. სახალხო დამცველმა, 2017 წლის 24 იანვარს, რეკომენდაციით მიმართა სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“, უზრუნველყოს მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება.

სახალხო დამცველის რეკომენდაციებში ვკითხულობთ:

„სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ დაწესებულებაში არსებული კონფლიქტური სიტუაციის ესკალაციისა და მედიაციის  მიზნით უნდა გატარდეს ღონისძიებები, მათ შორის აიკრძალოს ბენეფიციარების ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის (ან/და გადაყვანის მუქარა) დასჯის მეთოდად გამოყენება. ასევე აღიკვეთოს მცირე ჯგუფების/ცალკეული პირების მიერ პრივილეგიების მოპოვების შესაძლებლობა და უზრუნველყოფილ იქნას ყველა ბენეფიციარის მიერ თანაბარი უფლებებით სარგებლობა. მოხდეს სხვა ორგანიზაციების ფსიქოლოგიური სამსახურების ჩარევა; დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით, უზრუნველყოფილ იქნას ზოგადი პროფილის და ექიმი–ფსიქიატრის ხელმისაწვდომობა, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში. ასევე სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპევტის მომსახურების ხელმისაწვდომობა.

ამასთან დაიგეგმოს და განხორციელდეს დაწესებულების პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი რეგულარული ღონისძიებები; გაძლიერდეს და მრავალფეროვანი გახდეს ბენეფიციართა სარეაბილიტაციო პროგრამები, მათ შორის სოციალური და ფსიქო–სარეაბილიტაციო მიმართულებები; ბენეფიციარებზე ძალადობის პრევენციის მიზნით, მოხდეს ძალადობის ფაქტების დროული იდენტიფიცირება/რეგისტრირება და ძალადობის მსხვერპლთა შესაბამისი სამართლებრივი, სოციალური, სამედიცინო და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციით უზრუნველყოფა“.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s