PHR  საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ ფორუმზე “ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევები“ მოხსენებით გამოვიდა

PHR-ის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ფორუმზე -“საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევები”- მოხსენებით გამოვიდა. ფორუმის მთავარ მიზანს ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში არსებული გამოწვევების გამოვლენა-განხილვა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო გზების განსაზღვრა წარმოადგენდა.

ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავიანთ მოხსენებებში საქართველოში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართლებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ფორუმზე კრიტიკული სიტყვით გამოვიდა ანა აბაშიძე და ისაუბრა ისეთ მწვავე პრობლემებზე, როგორიცაა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, სახელმწიფოს სტრუქტურების გულგრილობა აღნიშნული პრობლემების მიმართ და საქართველოში ბავშვთა უფლებების საერთო მდგომარეობა შეაფასა. მოხსენებას შეგიძლიათ, მოუსმინოთ ვიდეოში:

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ფორუმის მონაწილე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებს და დონორებს, რომლებიც თავისი რესურსების ფარგლებში ეხმარებიან ჩვენს ქვეყანას სირთულეების დაძლევის თვალსაზრისით. ასევე, საქართველოს მთავრობას, იმ უწყებებს, რომლებმაც სერიოზული ნაბიჯები გადადგეს ქვეყანაში, როგორც სოციალური მდგომარეობის, ისე ჯანდაცვის კუთხით და ბავშვების პრობლემებზე ზრუნვის თვალსაზრისით: – „რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო სწორი, ადეკვატური და მნიშვნელოვანი, ვიდრე უფროსი თაობის ზრუნვა მომავალ თაობაზე, იმისათვის, რომ ჩვენი შვილები უფორ დაცულ გარემოში ცხოვრობდნენ”, – აღნიშნა მან.

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s