PHR-ის გამოხმაურება განათლების მინისტრის განცხადებაზე სკოლა-პანსიონებთან დაკავშირებით

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ეხმიანება საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლა-პანსიონის დამატებით დაფინანსებასთან და ქვეყანაში პანსიონების ქსელის განვითარებასთან დაკავშირებით[1].

გვსურს, გამოვხატოთ შეშფოთება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც განათლების სამინისტროს დაევალა დააფინანსოს ქვეყანაში არსებული  დიდი ზომის ინსტიტუციური პრაქტიკა.

სამწუხარო ფაქტია, რომ განათლების მინისტრის დღევანდელი განცხადება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ქვეყნის პრიორიტეტად აღიარებულ ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის სახელმწიფო პოლიტიკას, არამედ, ასევე ევროკავშირის გაცხადებულ პოლიტიკას ბავშვთა კეთილდღეობისა და უფლებების დაცვის სფეროში. ეს უკანასკნელი  გულისხმობს – ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუციების შემცირების (დახურვის) შეუქცევად პროცესს, ოჯახების გაძლიერებასა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების ჭეშმარიტ ინტერესს. ევროკომისიამ, როგორც ბავშვთა ოჯახურ გარემოში ცხოვრების მხარდამჭერმა და რეზიდენტული დაწესებულებების (ინსტიტუციები, სკოლა-პანსიონები) პრაქტიკის გაუქმების მომხრე ინსტიტუციამ, 2013 წელს შეიმუშავა უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში სრულად გაუქმდება ბავშვთა ინსტიტუციები და ხელი შეეწყობა ბავშვთა საოჯახო გარემოში აღზრდასა და სრულფასოვან განვითარებას[2].

დიდი ზომის სკოლა-პანსიონების დაფინანსების, მათი გამრავლებისა და სისტემური გაძლიერების იდეა, აგრეთვე, არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ, საქართველოს კანონს „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 1 სექტემბრამდე ყველა ბავშვთა რეზიდენტული (სადღეღამისო) დაწესებულება, ვალდებულია, – მოიპოვოს ლიცენზია, რისი ერთ-ერთი წინაპირობაც არის ბავშვთა ლიმიტირებული რაოდენობა (10 ბავშვი) დაწესებულებაში. წინაღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით, პანსიონებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. რაც შეეხება დაწესებულებას, რომლის დაფინასებასაც აპირებს განათლების სამინიტრო, იგი ემსახურება 100-ზე მეტ, ძირითადად, სოციალურად დაუცველ ბავშვს, რომლებიც ოჯახებს არიან მოწყვეტილები მარტო იმ მიზეზის გამო, რომ მათი ოჯახები სოციალურ სიდუხჭირეში არიან.

სკოლა-პანსიონების დაფინანსება ხელს უწყობს გააძლიეროს ბავშვის ჩაგვრაზე, ძალადობაზე და განვითარების შეფერხებაზე ორიენტირებული სისტემა, რაც ანტიკონსტიტუციური მცდელობაა და ეწინააღმდეგება თანამედეროვე საზოგადოებების ღირებულებებს, რომელიც განმტკიცებული და დეკლარირებულია ბავშვის უფლებათა უნივერსალურ კონვენციაში. ეს, ამავდროულად, არის არაჰუმანური პოლიტიკა ბავშვების და მათი ოჯახების მიმართ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ, როგორც საქართველოს მთავრობას – ისე, განათლების მინისტრს,  გადახედონ გადაწყვეტილებას და განხორციელონ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის შესაფერისი პოლიტიკა აღნიშნული მიმართლებით.

 

[1] http://liberali.ge/news/view/26794/ganatlebis-saministro-sapatriarqos-skolapansions–280-000-lars-gamouyofs

[2] European Commission Recommendation: Investing in Children: Breaking the Cycle of Disadvantage, 20 February, 2013

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s