ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის ჯგუფმა პოლიტიკის დოკუმენტები წარმოადგინა

15 დეკემბერს, ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პოლიტიკის დოკუმენტები წარმოადგინა, რომელიც აფასებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ბავშვთა უფლებების, შრომითი სტანდარტების, გარემოს დაცვას, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის,  თანასწორობის,  განათლებისა და ახალგაზრდობის, კონფლიქტების, კულტურისა და მედიის მიმართულებით.

უკვე მეორე წელია, რაც PHR ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს ბავშვთა უფლებების მიმართულებით ახორციელებს. პოლიტიკის დოკუმენტში – ბავშვების ხმა, რომელიც სახელმწიფომდე არ აღწევს – ბავშვებზე ზრუნვის ჩრდილოვანი სისტემა საქართველოში, –  საუბარია, 2015 წელს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სპეციალურ ანგარიშში აღწერილი, ჩრდილოვან ბავშვთა სახლებში ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები ჯერაც რეაგირების გარეშეა დარჩენილი. ინსტიტუციებში მყოფი ბავშვების მდგომარეობის შესასწავლად საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ყურადღება გამახვილებულია ბავშვთა უფლებების მონიტორინგის გაფართოების და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის როლის გაძლიერების საჭიროებაზე.

პროექტის მხარდამჭერები არიან ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო.

 

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s