სახალხო დამცველმა PHR-ის წარმომადგენლის მიმართვაზე ზოგადი წინადადება შეიმუშავა

საქართველოს სახალხო დამცველმა PHR-ის წარმომადგენლის მიმართვაზე ზოგადი წინადადება შეიმუშავა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რომ სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ გადაწყვეტილებები ფორმულირდეს იმგვარად, რომ იდენტიფიცირებადი იყოს საქმესთან დაკავშირებულ პირთა სქესი, ასევე, სხვა საფუძვლით დისკრიმინაციის შემთხვევებში. ომბუდსმენმა, ასევე, მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ მოცემული ზოგადი წინადადებით დადგენილი სტანდარტი საქართველოს იურისდიქციაში არსებულ სამივე ინსტანციის სასამართლოებზე გავრცელდეს.

PHR-ის წარმომადგენლის მიმართვაში ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო სამუშაო ადგილზე ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროვებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ, არ აწარმოებს სტატისტიკას და გადაწყვეტილებებს გასცემს დაშტრიხული სახით, სადაც, შეუძლებელია საქმეში მონაწილე მხარეების, მოწმეების, ექსპერტების თუ მესამე პირების სქესის დადგენა. აღნიშნული პრაქტიკა შედეგობრივად აუარესებს ქალების უფლებრივ მდგომარეობას, ვინაიდან ქალთა უფლებებზე მომუშავე მკვლევარებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, შეისწავლონ და დააკვირდნენ მართლმსაჯულების გენდერულად მგრძნობიარე საკითხებს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სქესით თუ სხვა ნიშნით დივერსიფიცირებულ ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობა დამოუკიდებელ მკვლევარებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს უზღუდავს შესაძლებლობას, შეისწავლონ დისკრიმინაციის საქმეებთან დაკავშირებული სასამართლოს პრაქტიკა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ქვეყანაში დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების შესწავლაზე უფლებამოსილი ორგანოებისგან ფლობდნენ რეალურ ინფორმაციას თანასწორობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s