პანსიონატები – ადამიანების იზოლირების პრაქტიკა

“ხანდახან, არ მეძინება, მინდა, რომ გარეთ ვიყო და ცას ვუყურო, მაგრამ ღამე აუცილებლად მაძინებენ კონკრეტულ საათზე. დილითაც აუცილებლად უნდა ავდგე და აუცილებლად ის ვჭამო, რასაც გვიმზადებენ და იმ დროს როცა ეს მათ სურთ. მე თვითონ მინდა გადავწყვიტო ხოლმე, რა მინდა, როდის და ვისთან ერთად”…

“ბავშვობაში მქონდა ასეთი ოცნება, სკოლაში მესწავლა, მერხთან ვმჯდარიყავი თეთრი მაისურით, ხელი ამეწია და გაკვეთილი მომეყოლა. მერე კარგად ვისწავლიდი და მედდა გავხდებოდი”..

უყურეთ PHR-ის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლს – “პანსიონატები – ადამიანების იზოლირების პრაქტიკა”.

ვიდეორგოლი მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვადასხვა ჯგუფის ინკლუზია საქართველოში”. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ორგანიზაციების “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და DisabilityRightsInternational (DRI) მიერ, USAID ფინანსური მხარდაჭერით.

Leave a comment