“კოალიცია თანასწორობისთვის”ორგანიზებით სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების საკითხზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

5 დეკემბერს “კოალიცია თანასწორობისთვის” ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა-დისკუსია – “სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება – არსებული მდგომარეობა და გამოწვევები”. კოალიციის წევრებმა და მრგვალი მაგიდის წევრებმა თავიანთ გამოსვლებში იმ ბარიერებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რის წინაშეც ძალადობის მსხვერპლი ქალები დგანან. PHR-ის წარმომადგენელმა ანი სალდაძემ კოალიციის შეხვედრაზე სტამბოლის კონვენციის გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ძალადობასთან ბრძოლის პროცესში და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები შეაფასა:

img_7049“პრობლემას ქმნის ძალადობის მსხვერპლ შშმ ქალთა თავშესაფარში მოთავსება, თავშესაფრებს არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ საჭიროებებზე გათვლილი სერვისი, რომ მიიღონ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალები, რის გამოც ამ ქალების გადაყვანა ძირითადად ხდება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და არა თავშესაფარში. რაც ნიშნავს, რომ ქალების ძალადობისგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი, როგორიცაა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალებისთვის სრულიად ხელმიუწვდომელია”…

ანიმ ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების სისტემაში მომუშავე პირების არასენსიტიურ მიდგომებზე შშმ ქალთა მიმართ და ასევე, ისაუბრა იმ ინდივიდუალურ საჭიროებების გათვალისწინების მნიშვნელობაზე, რომელსაც ითვალისწინებს სტამბოლის კონვენცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ “კოალიცია თანასწორობისთვის” წევრი ორგანიზაციები და ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, – რომლებმაც სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებსა და სტამბოლის კონვენციის კანონმდებლობაში რატიფიცირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

“კოალიცია თანასწორობისთვის” მადლობას უხდის ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს შეხვედრის ორგანიზებასა და კოალიციის მხარდაჭერისთვის.

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s