PHR-მა „დღის შოუს“ ჟურნალისტების წინააღმდეგ ეთიკის ქარტიას მიმართა

%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%a3

მივიჩნევთ, რომ ტელეკომპანია “იმედის”, გადაცემა “დღის შოუს“ პროდიუსერმა და წამყვანებმა, ასევე სხვა პირებმა, ვისაც ჰქონდა უშუალო გავლენა გადაცემის დაგეგმვასა და განხორციელებაზე დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 და მე-7 პრინციპები.

მე-8 პრინციპის თანახმად – “ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის (…)”, ხოლო, მე-7 პრინციპის თანახმად, – “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. PHR მიმართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რათა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ქარტიის შიდამარეგლამენტირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით, შეისწავლოს და განიხილოს დარღვევის ფაქტი.

2016 წლის 31 ოქტომბერს, ტელეკომპანია იმედის გადაცემაში – „დღის შოუ“, რამდენიმე თვის ბავშვს ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს. მაყურებელს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ბავშვი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და იყო ემოციური ძალადობის მსხვერპლი. გადაცემის შემოქმედებით ჯგუფი გამოეხმაურა, საზოგადოების აღშფოთებას და აღნიშნა, რომ პროცედურა მშობლის თანხმობით განხორციელდა, თუმცა აღნიშნული არგუმენტი არ ამართლებს ბავშვის უფლებების დარღვევას პირდაპირ ეთერში. ჩანაწერში ისმის ერთ-ერთი წამყვანის სტერეოტიპული კომენტარი – “შეხედე ნაღდი ქალია”, რომელიც განამტკიცებს საზოგადოებაში სტერეოტიპულ შეხედულებებს ქალებზე, – რაც დისკრიმინაციის წახალისების საფრთხეს შეიცავს.

მიგვაჩია, რომ ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლი ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს უნდა იცავდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მშობელი ვერ აცნობიერებს ბავშვის უფლების დარღვევას. საზოგადოებას კი არ უნდა აძლევდეს ბავშვის მიმართ ძალადობრივი და არაეთიკური მოპყრობის მოდელს. აღნიშნულ პროცედურას (ყურის გახვრეტას), ჩვენი აზრით არ ჰქონდა არანაირი საგანმანათლებლო ან სხვა ლეგიტიმური მიზანი, არამედ, იყო შოუს ელემენტის შემცველი, რითიც დაირღვა ბავშვის ფუნდამენტური უფლება – იყოს ფიზიკური და ემოციური ძალადობისგან დაცული.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s