ოჯახში მოძალადე პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდება

პოლიტიკურ პირებზე ოჯახში ძალადობის გამო გაცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა.

მოქმედი პრაქტიკით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურ პირზე დამცავი/ან შემაკავებელი ორდენის გაცემის შესახებ ინფორმაციას პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის დაცვის მოტივით არ გასცემს.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ანა აბაშიძემ გამოცემა „ლიბერალთან“ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მოქალაქეებს ექნებათ უფლება, მიიღონ ინფორმაცია, პოლიტიკური თანამდებობის პირი როდისმე ყოფილა თუ არა მოძალადე.

„მივიჩნევდით, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე თუ ოდესმე გაცემული იყო ორდერი/შემაკავებელი ან დამცავი, ეს უნდა სცოდნოდა საზოგადოებას. ჩვენთვის უნდა მოეწოდებინა შსს-ს ეს ინფორმაცია, რაზეც უარი გვითხრა იმ მოტივით, რომ ეს პირადი ინფორმაციაა. ჩვენ ვასაბუთებდით, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვინც მართავს ქვეყანას, მოძალადეა თუ არაა მოძალადე. ამაზე იმსჯელა სასამართლომ და დააკმაყოფილა. რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების  კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნებისმიერ დროს მოქალაქეებს ექნებათ უფლება, მიიღონ ინფორმაცია, პოლიტიკური თანამდებობის პირი როდისმე ყოფილა თუ არა მოძალადე, ან პოლიტიკური თანამდებობის კანდიდატი იყო თუ არა როდისმე მოძალადე“ – აცხადებს ანა აბაშიძე.

წყარო: http://ick.ge/rubrics/humanrights/32281-i.html

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s