PHR-ი შშმ პირთა საკითხებზე ცესკოს ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო

15032132_10154344150577670_1950795534972165620_nPHR-ის წარმომადგენელი კობა ნადირაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებმა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში შშმ პირთა კენჭისყრაში დამოუკიდებელად მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებული მიღწევების შესახებ ისაუბრეს და გამოვლენილი ხარვეზების შესახებაც იმსჯელეს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა 2017 წლის სამოქმედო გეგმის პროექტში, შშმ პირთა თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიმართულებით გათვალისწინებული საქმიანობების შესახებ ისაუბრა.

სწორედ თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, PHR-მა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოამზადა საინფორმაციო დოკუმენტი – “მხარდაჭერის მიმღები პირების მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში”, რომლის ნახვაც შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე: http://phr.ge/home/content?content_id=417

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s