PHR-მა მოსწავლეებთან ბავშვთა მართლმსაჯულების თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა ➤ ფოტო

untitledPHR-მა ორგანიზაცია “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ლიდერთა სკოლის მოსწავლეებთან პროექტის ფარგლებში -,,მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანსაც ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმებისა და პროცედურების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდების ფორმებისა და საშუალებების განსაზღვრა წარმოადგენდა, რაც შემდგომში, აისახება აღნიშნული მიმართულებით ბავშვის გაზრდილ ცნობიერებასა და სამოქალაქო განათლებაზე. კერძოდ, პროექტის ფარგლებში მომზადდება ვიზუალური საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალები ბავშვებისათვის თბილისსა და საქართველოს რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი.

შეხვედრაზე PHR-ის წარმომადგენლები მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე ესაუბრნენ. მოზარდებმა ისაუბრეს ბავშვებისთვის თავიანთი უფლებების ცოდნის აუცილებლობაზე და ორგანიზაციის წარმომადგენლებს ბავშვთა მართლმსაჯულებისა და არსებული მექანიზმების შესახებ თავიანთი ცოდნა გაუზიარეს. დისკუსიის რეჟიმში მოსწავლეებმა გამოჰყვეს კონკრეტული საკითხები, რის შესახებაც მეტის გაგებას ისურვებდნენ. PHR-მა ბავშვებისგან მიიღო რეკომენდაციები, რასაც ორგანიზაცია საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალების მომზადების პროცესში გაითვალისწინებს.

პროექტი ,,მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ მიმდინარეობს ევროკავშირის დაფინანსებით რომელიც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თანამშრომლობით.

PHR-ი მადლობას უხდის ორგანიზაცია “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირს” შეხვედრის ორგანიზებისთვის.

პროექტის შესახებ იხილეთ ვრცლად.


This slideshow requires JavaScript.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s