არასრულწლოვანთა ინფორმირება მათი უფლებებისა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მექანიზმების შესახებ

%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%96%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98თბილისი. 11 ნოემბერი, 2016 წელი. მართლმსაჯულების სისტემისა და თავიანთი უფლებების შესახებ არასრულწლოვანთა ინფორმირებაა მთავარი მიზანი ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტისა ,,მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“, რომელიც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თანამშრომლობით.

პროექტის ფარგლებში კანონთან კონფლიქტში მყოფი, დაზარალებული და მოწმე ბავშვები, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებაში მონაწილე ბავშვები და სკოლის მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი უფლებებისა და არსებული მექანიზმების შესახებ მათთვის გასაგებ ენაზე. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, მომზადდება მართლმსაჯულებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემებში ჩართული ბავშვებისათვის ორი სხვადასხვა სახის  საინფორმაციო-საგანმანათლებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლით განსაზღვრული პროცესუალური უფლებების, აგრეთვე ბავშვის უფლებათა კონვენციისა და შეტყობინების პროცედურების  შესახებ. 

მომავალი წლის ბოლომდე გაიმართება ინტერაქტიული სემინარები და მომზადდება ვიზუალური საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალები ბავშვებისათვის თბილისსა და საქართველოს რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი.

პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სამოქალაქო განათლების მიმართულებით მომუშავე მასწავლებლეთან,  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ბავშვის უფლებების ადვოკატირების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებთან და უფასო იურიდიული დახმარების იურისტებთან სამუშაო შეხვედრები.  

ღონისძიებები ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში – “მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში”.

 

***

საკონტაქტო ინფორმაცია:

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდი

 +995 32 2251126, 599 53 30 71 (მობ.)mkurtsikidze@unicef.org

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s