20-21 ოქტომბერს PHR-ის წარმომადგენლებმა სალომე მჭედლიშვილმა და ანი სალდაძემ გურჯაანის სათემო სახლის „ხელი ხელს“ და „თემი ქედელის“ მხარდამჭერებისთვის ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები გააცნეს. მათ ტრენინგის მონაწილეებს მხარდამჭერთა უფლება-მოვალეობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და დისკუსიის რეჟიმში დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ინტერესი გამოხატეს ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა – მხარდამჭერის მიერ მეურვისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ანგარიშის წარდგენის პროცესი, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირისთვის ზიანის მიყენების სფეროში მხარდამჭერის პასუხისმგებლობის ფარგლები, გარიგებისას მხარდამჭერის ხელმოწერის მნიშვნელობა, ურთიერთობის პროცესი მეურვისა მზრუნველობის ორგანოსა და სოციალურ მუშაკთან. PHR-ის წარმომადგენლები მხარდამჭერებს იმ პასუხისმგებლობებზე ესაუბრნენ, რაც, შესაძლოა, მხარდამჭერს საკუთარი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის დაეკისროს.
ტრენინგი გაიმართა პროექტის ფარგლებში – „ ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” ფინანსური მზარდაჭერით.