PHR სახელმწიფოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტს ეხმაურება

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ეხმაურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ს.ქ.-ს მდგომარეობას, რომელიც სახელმწიფოში შესაბამისი სერვისის არ არსებობის გამო დგას ინსტიტუციაში მოთავსების რეალური საფრთხის  წინაშე.

2015 წლის ოქტომბრამდე  ს.ბ. ირიცხებოდა ორგანიზაციის „პირველი ნაბიჯი საქართველო“ სპეციალიზებულ დღის ცენტრში, თუმცა მისი ქცევის დარღვევის გამო, ბავშვის უსაფრთხოების რისკის შემცირების მიზნით, დღის ცენტრის პროვაიდერმა ორგანიზაციამ შეწყვიტა ს.ბ-სთვის დღის ცენტრის მომსახურების მიწოდება და შესთავაზა ჩართულიყო ბინაზე მოვლის პროგრამაში, რომლის მომსახურებითაც, ს.ქ. დღემდე სარგებლობს. თუმცა, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, დასახული მიზნების მიღწევა არ ხდება, რის გამოც, როგორც ბავშვის, ისე დედის მდგომარეობა – უარესდება. ამასთანავე, პერსონალს არ შეუძლია ს.ქ.-სთვის მარტო მუშაობა დედის მუდმივი ჩართულობის გარეშე. შესაბამისად, დედას არ ეძლევა, მუშაობის ან სახლის მინიმალური დროით დატოვების შესაძლებლობაც კი. ვინაიდან, ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა ვერ ეხმარება ბავშვს, რომელსაც ფაქტობრივად შეეზღუდა სოციალურ გარემოსთან კონტაქტი, იგი იძულებულია, საზოგადოებისგან სრულიად სეგრეგირებულად იცხოვროს, შეეზღუდოს ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა – განათლების, საზოგადოებაში ინტეგრაციის, აბილიტაციისა და დამოუკიდებელ ცხოვრებაში ჩართვის უფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სახეზეა ქვეპროგრამის სერიოზული ხარვეზებით განხორციელება.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არსებული არც ერთი პროგრამით, მათ შორის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამით, არ ხდება ს.ქ-ს საჭიროებების უზრუნველყოფა, რის გამოც დედა იძულებულია ბავშვზე განახორციელოს 24 საათიანი მეთვალყურეობა, ამჟამად, ს.ქ. და მისი მარტოხელა დედა, ნ.ლ. დგანან უსახლკაროდ დარჩენის რეალური საფრთხის წინაშე.  ბინის მესაკუთრე, სადაც ახლა ცხოვრობს ოჯახი, უარს ამბობს, 2016 წლის 29 ოქტომბრის შემდეგ, ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელებაზე. ნ.ლ. კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ არ ეძლევა სახლიდან გასვლის საშუალება, ახალი ბინის მოძებნის მიზნით.  აღნიშნული გარემოებები ს.ქ-ს ინსტიტუციაში მოთავსების გარდაუვალი საფრთხის წინაშე აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სათანადო სერვისის არსებობის შემთხვევაში იგი შეძლებდა საზოგადოებაში ინტეგრირებულად ცხოვრებასა და მისი ფუნდამენტური უფლებების სრულყოფას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ს.ქ-ს ინსტიტუციაში მოთავსების პრევენციის მიზნით, კერძოდ:

  • დროებითი ღონისძიების სახით, სასწრაფოდ გამოყოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და რაოდენობის პირები, რომლებიც მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამის ფარგლებში, დამოუკიდებლად შეძლებენ ს.ა.-ს მოვლას დღის განმავლობაში, რაც დედას მისცემს სახლის დატოვების საშუალებას;

  • მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადაში დაიწყოს ახალი სერვისის შექმნაზე მუშაობა, რომელიც მორგებული იქნება ს.ქ-ს მდგომარეობის მქონე ბავშვთა საჭიროებებზე, რათა არ გაგრძელდეს მათი სეგრეგაცია და ფუნდამენტური უფლებების რღვევა.

მოგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდება აღნიშნული პირობები და მოხდება ს.ქ-ს უსახლკაროდ დარჩენა, რაც მისი ინსტიტუციონალიზაციის წინაპირობას წარმოადგენს, სრული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს მთავრობას, ვინაიდან მათ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 26-ე მუხლის მიხედვით აღებული აქვთ ვალდებულება შექმნან აბილიტაციისა და რეადაპტაციის მომსახურებები და პროგრამები, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა მიაღწიონ და შეინარჩუნონ მაქსიმალური დამოუკიდებლობა, სრულად განახორციელონ თავიანთი ფიზიკური, გონებრივი, სოციალური და პროფესიული პოტენციალი, ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. მოცემულ შემთხვევაში, არ ხდება სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული ვალდებულების შესრულება, რაც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ს.ქ.-ს სხვა ბავშვებთან შედარებით.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s