PHR – პასუხი ფონდს დუშეთის ინსტიტუციაში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან უფლებადამცველების შეხვედრის შეზღუდვასთან დაკავშირებით

 

18 ოქტომბერს, ორგანიზაციამ – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საზოგადოებისთვის საჯარო  გახადა, 2016 წლის 12 ოქტომბერს მომხდარი ფაქტი, რომელიც ეხებოდა დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ორგანიზაციის იურისტების შეხვედრის აკრძალვის ფაქტს. ორგანიზაციის იურისტებმა პანსიონატის დირექტორს განუმარტეს, რომ დაწესებულებაში მცხოვრები პირები ორგანიზაციის ადვოკატებთან შეხვედრას სამართლებრივი დახმარების მიზნით ითხოვდნენ. მიუხედავად აღნიშნულისა, დაწესებულების დირექტორმა იურისტებს დაწესებულებაში შესვლისთვის საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა მოსთხოვა.

ორგანიზაციამ – „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“ მოუწოდა:

 შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა და, კანონმდებლობის შესაბამისად, დააკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა დუშეთის შშმ პირთა პანსიონატის ხელმძღვანელს; ფონდის დაქვემდებარებაში არსებული ყველა დაწესებულების ხელმძღვანელს გააცნოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები და მათგან გამომდინარე მოვალეობები; უზრუნველყოს ინსტიტუციაში მცხოვრები ყველა ადამიანის თავისუფალი და შეუფერხებელი კომუნიკაცია უფლებადამცველ პირებთან.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“, სადაც ნათქვამია, რომ PHR-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საზოგადოებრივი და პირველ რიგში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მაღალი  ინტერესიდან გამომდინარე გვსურს გამოვეხმაუროთ ფონდის პასუხს და გავასაჯაროოთ ოქმი, რითაც მტკიცდება, რომ ორგანიზაციის განცხადებაში ასახული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და იურისტებს სწორედ რომ დუშეთის პანსიონატის ხელმძღვანელის მიერ აეკრძალათ პანსიონატში მაცხოვრებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან შეხვედრა.

რაც შეეხება ბენეფიციარების ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გახშირებული გადაყვანის ფაქტს, დაწესებულებებში PHR-ის ბოლოდროინდელი ვიზიტების დროს ცნობილი გახდა რამდენიმე ბენეფიციარის მრავალჯერადი გადაყვანის შესახებ, – ერთ-ერთი ამგვარი გადაყვანა კი, სწორედ, უფლებადამცველებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შეხვედრის შემდეგ მოხდა, –  ჩვენი მხრიდან მონახულებულ იქნა რამდენიმე ბენეფიციარი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, რა დროსაც მათ აღნიშნეს, რომ დაწესებულებების ადმინისტრაციასთან კამათის შედეგად იქნა გამოძახებული საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მოხდა მათი იძულებით გადაყვანა. აღნიშნულ ფაქტებზე PHR-ის წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს. სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა. რის შემდეგაც ცნობილი გახდება ფსიქიატრიულში ბენეფიციარების გადაყვანის კანონიერების შესახებ სრული ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია თანამშრომლობდა და მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფო აქტორთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ეფექტური დაცვის მიზნით.

PHR კიდევ ერთხელ, მოუწოდებს ფონდს, ყურადღებით მოეკიდოს მომხდარ ფაქტს და იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად, რათა ამგვარ კანონდარღვევას აღარ ჰქონდეს ადგილი. ფონდის ადეკვატური რეაგირება აუცილებელია პირველ რიგში იმისათვის, რომ პანსიონატში მცხოვრებ სრულწლოვან ადამიანებს საშუალება მიეცეთ განახორციელონ მათი უფლებები და სახელმწიფო დაწესებულებების ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეხვდნენ და ესაუბრონ უფლებადამცველებს, ხოლო მეორე მხრივ იმისთვის, რომ გაიფანტოს ყოველგვარი ეჭვი დაწესებულებაში ადამიანის უფლებების არასათანადო დაცვის შესახებ.

იხილეთ, დუშეთის პანსიონატის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ოქმი ➘

unnamed

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s