მხარდაჭერის მიმღები პირების მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში

addtext_com_mtiyotuxmtqwodew2016 წლის არჩევნები წინა სხვა არჩევნებისგან იმითაც განსხვავდება, რომ წელს პირველად, მასში მონაწილეობა და ხმის მიცემის უფლება მხარდაჭერის მიმღებ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებსაც ექნებათ. ეს ის დადებითი ცვლილებაა, რაც საქართველოში ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა. PHR-მა ამ თემაზე მოამზადა საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ, თუ როგორ უნდა იყოს დაცული მხარდაჭერის მიმღები პირების აქტიური საარჩევნო უფლება და სახელმწიფოს მხრიდან რა წინაპირობების შესრულებაა აუცილებელი მათი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის.

 

✔ ვინ არის მხარდაჭერის მიმღები პირი?

 

  •  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით[1],მხარდაჭერის მიმღები არის ქმედუნარიანიპირი[2],რომელსაც აქვს ფსიქოსოციალური საჭიროებები, ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვასა და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში. 
  • საზოგადოებაში ინტეგრირებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს ენიშნებათ მხარდამჭერი. მხარდამჭერი ინიშნება მხოლოდ სასამართლოს მიერ ზუსტად განსაზღვრულ სფეროებში. ყველა დანარჩენ სფეროში კი პირი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და სრულად ახორციელებს კონსტიტუციურ უფლებებს.

 

✔ მხარდაჭერის მიმღები პირის აქტიური საარჩევნო უფლება:

 

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაეროს კონვენციის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს იმ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მისი სამართლებრივი სტატუსის (ქმედუუნარობა, მხარდაჭერის მიღება) მიუხედავად. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეზღუდებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროებად ცნო[3]და არჩევნების დღისთვის არ აქვს მხარდაჭერის მიმღები პირის სტატუსი ასევე იმ მხარდაჭერის მიმღებ პირებს, რომლებიც „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ სქართველოს კანონის შესაბამისად, მოთავსებულნი არიან სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში[4].
  • ყველა სხვა მხარდაჭერის მიმღებად ცნობილ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად, შეუფერხებლად და სხვების თანასწორად განახორციელოს აქტიური საარჩევნო უფლება.
  • იმ გამონაკლის შემთხვევაში, როცა მხარდაჭერის მიმღებად ცნობილ პირს, სასამართლო გადაწყვეტილებით, არჩევნებში მონაწილეობის განსახორციელებლად, დანიშნული ჰყავს მხარდამჭერი, იგი შესაბამის მხარდაჭერას იღებს ასეთი უფლებამოსილების მქონე პირის მხრიდან, რათა თავისუფლად გააკეთოს არჩევანი.

 

✔ რას ნიშნავს მხარდაჭერა?

 

პირისთვის, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროებში, მხარდამჭერად დანიშნულმა პირმა მხარდაჭერა, შესაძლებელია, განახორციელოს:

  • გადაწყვეტილების მიღების პროცესის გასაადვილებლად (გადაწყვეტილების შედეგების განმარტება, შესაძლო რისკების ახსნა, ალტერნატივების ჩვენება ა.შ.) პირისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით;
  • პირის მიერ გამოხატული ნების და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სხვებისთვის შეტყობინებით (მეტყველების პრობლემის შემთხვევაში ჟესტური ენის გამოყენებით დახმარება, წერილობით გადაწყვეტილების გაცნობა ა.შ.);
  • და სხვა.

 

✔ მხარდაჭერა არ გულისხმობს:

 

  • მხარდაჭერის მიმღების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებას;
  • რაიმე სახით პირის ნებაზე ზემოქმედებას და გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის განხორციელებას;
  • პირთან შეუთანხმებლად რაიმე ქმედების განხორციელებას, მის ნაცვლად ან მისი სახელით.

 

✔ მხარდაჭერა აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელებისას გულისხმობს:

 

  • მხარდამჭერის (მხარდამჭერების) მიერ, მხარდაჭერის მიმღებისათვის საარჩევნო უფლების განხორციელებაში მხარდაჭერას წინასაარჩევნო პერიოდში: მხარდაჭერის მიმღებად ცნობილ პირებს გააცნონ მათი უფლებები, არჩევანის გაკეთების შინაარსი, საარჩევნო სუბიეტების პროგრამები, კენჭისყრის პროცედურა ა.შ.;
  • იმ პირებს, რომელთაც სასამართლოს მიერ განესაზღვრათ მხარდაჭერა ან თავად ითხოვენ ამგვარ მხარდაჭერას, მხარდამჭერებმა დახმარება უნდა გაუწიონ უშუალოდ კენჭისყრის დღესაც;
  • კენჭისყრის დღეს მხარდაჭერა, შესაძლოა, გულისხმობდეს: საარჩევნო უბანზე გამოცხადებაში დახმარებას, საარჩევნო პროცედურების გავლაში დახმარებას და უშუალოდ ხმის მიცემის დროს დახმარებას.
  • მხარდამჭერს ეკრძალება მხარდაჭერის მიმღების ნების გამოხატვაზე რაიმე სახით ზეგავლენა.

 

✔ საარჩევნო საუბნო კომისიების მომზადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:

 

  • მხარდაჭერის მიმღების მიერ საარჩევნო უფლების განხორციელების მიზნით საჭიროა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს განემარტოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა(ფსიქოსოციალური საჭიროების) უფლებები, ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური შეზღუდვის არსი, მსგავსი შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის მხარდაჭერის გაწევის მნიშვნელობა და მხარდამჭერების როლი.

[1]საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მუხლი 12

[2]ტერმინი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი გულისხმობს, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ისე ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირებს

[3]საარჩევნო კოდექსი მუხლი 18511

[4]საარჩევნო კოდექსი მუხლი 3

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s