PHR-სა და USAID-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

usaid212 სექტემბერს PHR-ის წარმომადგენლები, პარტნიორებთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს ევრაზიისა და ევროპის საკითხებში თომას მელიას, ინკლუიზიის მიმართულების ხელმძღვანელ რობერტ ჰოვარტსა და ამავე სააგენტოს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონში USAID-ის სათაო ოფისში.

შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა დემოკრატიზაციის პროცესში შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირთა თანაბარი მონაწილეობისა და მესამე სექტორის როლის მნიშვნელობის განხილვა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. დისკუსიაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული გამოწვევები და PHR-ისა და Disability Rights International-ის მიერ ამ მიმართულებით ერთობლივად განხორციელებული სამუშაოს ანალიზი (USAID-ის მხარდაჭერით).

აღნიშნულ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა ორგანიზაციის წარმომადგენლები – მარი კორკოტაძე და ლია ტაბატაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე – ირაკლი კოპალიანი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – მარი წერეთელი.

შეხვედრა განხორციელდა პროექტის ფარგლებში – “შშმ პირთა სხვადასხვა ჯგუფების ინკლუზიის მხარდაჭერა საქართველოში”, ორგანიზაციების – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და Disability Rights International (DRI) მიერ, USAID ფინანსური მხარდაჭერით.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s