PHR-ის ვიზიტი ბაზელონის მენტალური ჯანმრთელობის ადვოკატირების ცენტრში

12 სექტემბერს, PHR-ის წარმომადგენლები, პარტნიორებთან ერთად, ბაზელონის მენტალური ჯანმრთელობის ადვოკატირების ცენრში, ამავე ცენტრის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჯენიფერ მატისსა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსს – ირა ბურნიმს შეხვდნენ. სწორედ მათი მომზადებული იყო ამიკუსი ოლმსტიდის საქმე (Olmstead v. L.C.).

აღნიშნული საქმე 1995 წელს, ატლანტის იურიდიული დახმარების საზოგადოებამ შეიტანა სასამართლოში მენტალური შეზღუდვის მქონე პირების – ლოის კურტისა და ელენე ვილსონის სახელით, რომლთაც ქვეყანაში მათთვის განკუთვნილი სერვისების არ არსებობის გამო, ჯორჯიის შტატის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უწევდათ ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების რეკომენდაციით, მათ საზოგადოებაში უნდა გაეგრძელებინათ ცხოვრება და მიეღოთ თემზე დაფუძნებული სერვისები. 1999 წლის, 22 ივნისს ამერიკის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე დაადგინა სახელმწიფოს მხრიდან მენტალური შეზღუდვის მქონე პირების მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიადაგზე დისკრიმინაცია, რადგან ადგილი ჰქონდა მათ საზოგადოებისგან იძულებით იზოლირების ფაქტს. უზენაესმა სასამრთლომ, ასევე, განმარტა, რომ ინსტიტუციაში მოთავსებით, ადამიანებს ერთმევათ სოციალური და ოჯახური ურთიერთობების ჩამოყალიბების საშუალება, განათლებისა და მუშაობის შესაძლებლობა. შესაბამისად, ამერიკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტზე დაყრდნობით განისაზღვრა სახელმწიფოს ვალდებულება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მისცემოდათ სათემო სერვისებზე წვდომის საშუალება.

შეხვედრის მონაწილეებმა ბაზელონის ცენტრის იურისტებთან ერთად განიხილეს აღნიშნული საქმის სამართლებრივი დეტალები, მის აღსრულებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები და ის ძირეული ცვლილებები, რაც ოლმსტიდის გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის შეერთებულ შტატებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განვითარებისა და ახალი სერვისების შექმნის პროცესში.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე – ირაკლი კოპალიანი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეურვეობა – მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი – მარი წერეთელი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა ორგანიზაციის წარმომადგენლები – მარი კორკოტაძე და ლია ტაბატაძე.

შეხვედრა განხორციელდა პროექტის – “შშმ პირთა სხვადასხვა ჯგუფის ინკლუზიის მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებში, ორგანიზაციების – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და Disability Rights International (DRI) მიერ ორგანიზებული სასწავლო ტურის ფარგლებში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s