საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

news_25 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფთან. შეხვედრას ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ესწრებოდა.

მხარეებმა ისაუბრეს ასოცირების დღის წესრიგის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა არასამთავრობო სექტორის როლს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მაქსიმალურად იქნებიან ჩართული ასოცირების ახალი დღის წესრიგის შემუშავებაში.

ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით მიმდინარეობს, PHR აღნიშნულ პროექტში მონიტორინგს ბავშვთა უფლებების მიმართულებით ახორციელებს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s