PHR-მა ქმედუნარიანობის რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

C2 აგვისტოს ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში PHR-ის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მოიცავდა ქმედუნარიანობის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ჰარვარდის სამართლის სკოლის წარმომადგენელი და სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარები, რომლებიც ქმედუნარიანობის რეფორმაზე მუშაობენ პერუში, ჩინეთში, კოლუმბიაში, ზამბიაში, არგენტინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

PHR-ის წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა მათ პრეზენტაციის სახით გააცნო საქართველოში ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმა, განიხილა რეფორმის დადებითი მხარეები და ხარვეზები. EMC-ის წარმომადგენელმა ლელა გვიშიანმა კი, უცხოელ სტუმრებთან მათი ორგანიზაციის მიერ ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარეს; ისაუბრეს მეურვისა და მხარდამჭერის განსხვავებებზე თავიანთი ქვეყნების მაგალითზე და იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პირის ინდივიდუალური შეფასებისა და მხარდამჭერის დანიშვნის პროცესებზე დაკვირვების მნიშვნელობა.

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s