აქ, ქალობა განსაკუთრებულად დასჯადია

გაგვიყვია, რატომღაც, დამნაშავე ქალია თუ კაცი. თითქოს, დანაშაული კაცისთვის ბუნებრივი მოვლენა იყოს, ქალისთვის აღმაშფოთებელი, – კაცს გასაჭირში გვერდით უნდა დავუდგეთ, ქალი – მივატოვოთ. თითქოს, მარტივად გადავწყვეტთ ხოლმე, თავიდან ავიცილოთ პასუხისმგებლობა და დამნაშავე ქალს დანაშაულის ჩადენისთანავე ვრიყავთ, ვშლით ჩვენი ცხოვრებიდან, ვივიწყებთ, რომ ჩვენი შვილია, დედაა, დაა, მეგობარია. კაცს ბოლომდე მივყვებით, ვამხნევებთ, ვნახულობთ, ველოდებით, – ციხიდან გამოსულ ქალს არავინ ელოდება.  

ქალთან არ დადიან დაქალები „პერედაჩებზე“, ფულს არ უგზავნიან ოჯახის წევრები და მოსანახულებლად არ აკითხავენ. არავინ ეკითხება, როგორ არის? რამე ხომ არ სჭირდება? ხვდებიან, რომ გაქრნენ ადამიანები მისი ცხოვრებიდან. ციხიდან გამოდიან და – ბავშვებს არ მაჩვენებენო, ოჯახში არ მიმიღეს და ქუჩაში ვცხოვრობო, ჩემი ძმა შემხვდა და გვერდით უცნობივით ჩამიარაო, მუშაობას ვერ ვახერხებო და მოკლედ რომ ვთქვათ, მარტოა.

თუ ქალს გაუმართლა და ოჯახმა მარტოობისთვის არ გაწირა, სამეზობლოსთვის და საახლობლოსთვის მითი იქმნება, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ქალის მითი. ვითომ გისოსებს მიღმა კი არა, საზღვარს მიღმაა – საბერძნეთშია, იტალიაშია, საფრანგეთშია და იქიდან უგზავნის ბავშვებს ნაქარგ ხატებს, მოწნულ კალათებსა და ნაქსოვ სამაჯურებს. ტყუილი – ეს ერთი გზა რჩება ქალს ხალხის აგრესიისგან თავის დასაცავად და მსგავსი ტყუილებით არაფერი იცვლება, გარდა იმ სახელებისა, რომლებიც გაედინებიან და გაედინებიან „საზღვარგარეთ“ და ხანდახან, იქ ერთმანეთსაც ხვდებიან… მსგავსი საზღვრების  იქით ყოველთვის პატარა სივრცეა…

განა რას უნდა ცვლიდეს სქესი დანაშაულის ჩადენისას? – მაგრამ ცვლის. დამნაშავე ქალის მიმართ დაუნდობლები ვხდებით, – ქალმა როგორ იქურდა? როგორ დაარტყა? როგორ მოკლა? – კაცისთვის რა?! – კაცი მაინც კაცია ჩვენი საზოგადოებისთვის. კაცი მაინც მართალია – მოსაპარი იყო და მოიპარა, დასარტყამი იყო და დაარტყა, მოსაკლავი იყო და მოკლა. ქალს არავინ ამართლებს, პირიქით, უმკაცრესად ვსჯით იმიტომაც, რომ ის ქალია და თურმე, ქალობა განსაკუთრებულად დასჯადია. განსაკუთრებულად იმიტომ, რომ მას კანონთან ერთად საზოგადოებაც სჯის, ასამართლებს – რიყავს და მარტო ტოვებს.

თამარ კურატიშვილი

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s