DRI-ისა და PHR-ის ერთობრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ➤ ფოტო

 

19 ივლისს გაიმართა PHR-ისა და DRI (Disbility Rights International)-ის ერთობრივი სამუშაო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებთან და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ შეზღუდული შესაძლეობის მქონე ადამიანებთან. შეხვედრაზე განიხილებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების სისტემის რეფორმა, დეინსტიტუციონალიზაციისა და შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე.

eriki

ერიკ როზენტალმა, DRI-ის დირექტორმა, ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა მდგომარეობაზე ინსტიტუციებში, ელისაბედ ჯოუნსმა კი, რომელიც წარმოადგენს ექსპერტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებში, ადვოკატირების სფეროში წარმოშობილი გამოწვევები და ამ კუთხით აშშ-ში მიღებული გამოცდილება გაუზიარა მონაწილეებს.

jounsiკითხვაზე, თუ რატომ შეიძლება არ სურდეთ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ შეზღუდული შესაძლეობის მქონე ადამიანებს დიდი ინსტიტუციების დატოვება, ელისაბედ ჯოუნსმა, ექსპერტმა შშმ პირთა საკითხებში, ასე უპასუხა: – „წარმოიდგინეთ, თქვენ ყოველ დილით გაჭმევენ ერბო კვერცხს და ერთ დღესაც გეკითხებიან, – ხვალიდან ისევ ერბო კვერცხი გირჩევნიათ, თუ რომელიმე სხვა საჭმელი? თქვენ აუცილებლად ერბო კვერცხს აირჩევთ, რადგან არასოდეს გაგისინჯავთ და არ იცით, ის სხვა საჭმელი როგორია. სანამ ადამიანებს არჩევანის წინაშე დავაყენებთ, ჯერ კარგად უნდა ავუხსნათ, ამ არჩევანს რასა და რას შორის ვაკეთებინებთ“.

abaSiZe

PHR-ის ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე მოწვეულ სტუმრებს სასამართლო წარმოების მნიშვნელობაზე, როგორც რეფორმის განხორციელების ეფექტურ საშუალებაზე ესაუბრა: – „ერთ ადამიანსაც შეუძლია მიაღწიოს ცვლილებას სასამართლო წარმოებით, თუკი მას ამის სჯერა“, – აღნიშნა ანამ.

 

13817100_1240699765963774_1683542583_nმარი კორკოტაძემ, რომელიც წარმოადგენდა ორგანიზაციას „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“, აუდიტორიას საქართველოში ინკლუზიურ განათლებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფის შესახებ ესაუბრა. კავშირი „ჩვენი შვილების“ წარმომადგენელმა, ლია ტაბატაძემ კი სტუმრებს ის გამოცდილება და ღონისძიებები გაუზიარა, რაც საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ინტეგრაციის მიზნით გნხორციელდა.

შეხვედრა გაიმართა USAID-ის მხარდაჭერით, პროექტის – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვადასხვა ჯგუფის ინკლუზიის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.

იხილეთ ფოტოგალერეა:

This slideshow requires JavaScript.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s