სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და შშმ პირებისთვის პარკირებით სარგებლობის წესის ნაწილი დისკრიმინაციულად ცნო

დღეს, 12 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა PHR-ის მოთხოვნა და ბათილად ცნო საკრებულოს გადაწყვეტილების ის პუნქტები, რომლებიც საკუთრების ნიშნით დისკრიმინაციულად ზღუდავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობის უფლებას. საკრებულოს კი, რეგულაციების კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის რეგულაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილებით სარგებლობის უფლება მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც სპეციალური საცნობე ნიშანი აქვს. საცნობე ნიშანი კი, მხოლოდ იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის გაიცემა, რომელსაც, უშუალოდ, საკუთრებაში ჰყავს მანქანა, ან პირის სატრანსპორტო საშუალება იმ განსაზღვრულ კატეგორიას განეკუთვნება როგორიცაა, – ადაპტირებული M2 ან/დაM3 კატეგორიები, რითაც, ძირითადად, დღის ცენტრების ბენეფიციარები გადაჰყავთ. არსებული რეგულაცია ბარიერს უქმნის იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვისაც ავტომობილი საკუთრებაში არა ჰყავთ.

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლებმა ანა აბაშიძემ და კობა ნადირაძემ აღნიშნული რეგულაცია სასამართლოში გაასაჩივრეს. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, PHR-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საკრებულოს რეგულაციების კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალა.

PHR მადლობას უხდის სახალხო დამცველსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებს მხარდაჭერისთვის.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s