შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები 14 ივნისს გამართულ ფორუმზე კრიტიკული სიტყვით გამოვიდნენ

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დღის აღსანიშნად გამართულ ფორუმს, სადაც განიხილებოდა თემის წევრი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლები. მათ კრიტიკულად განიხილეს საქართველოში კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები და ყურადღება გაამახვილეს ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა ინკლუზიური განათლება, ბავშვთა ადრეული განვითარება და მისაწვდომობა.

ფორუმს ესწრებოდა PHR-ის წარმომადგენელი მარი კორკოტაძე, რომელიც, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელია:

„იმისათვის, რომ კონვენციის იმპლემენტაცია ეფექტურად განხორციელდეს, პირველ რიგში, უნდა მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ სტატისტიკისა და მონაცემთა ბაზის შექმნა, რათა განისაზღვროს, რა სახის სერვისები შექმნა და თანხების გამოყოფა იქნება საჭირო. რაც, ჯერ კიდევ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-22016 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით უნდა მომხდარიყო. მაგრამ ეს ამოცანა არ შესრულებულა. უნდა გაიზარდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების ინფორმირებულობა იმისთვის, რომ ერთობლივად მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება, რადგანაც ყველაზე უკეთ, ჩვენ ვიცით ჩვენი შვილების საჭიროებები. – გვკითხეთ ჩვენ, გააკეთეთ თქვენ!

ასევე, დასახვეწია, პრემიერ მინისტრთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს საქმიანობა, რადგან, როდესაც თითო მომხსენებელს მხოლოდ 5 წუთი აქვს პრობლემაზე სასაუბროდ, ვერანაირად ვერ იქნება ამ საბჭოს მუშაობა ეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ადრეული ქვეპროგრამის დაფინანსება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, წლების განმავლობაში, ელოდებიან დაფინანსებას. ჩემი აზრით, ეს პროგრამა არაეფექტურია და აუცილებლად უნდა დაიხვეწოს“, – აღნიშნა მარიმ ფორუმზე წარმოთქმულ სიტყვაში

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s