PHR-ის განცხადება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

13325675_10209828755221954_7775914294634458351_n

პირველ რიგში, გვსურს, საზოგადოების სრულუფლებიან, თანასწორ და ღირსეულ წევრებს, ბავშვებს, მივულოცოთ ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. ეს დღე 1950 წლიდან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნება, რა დროსაც საზოგადოება აფასებს ქვეყნების მიღწევებსა და გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვთა უფლებების დაცვის სისტემის ეფექტურად მუშაობასთან.

საქართველომ, 22 წლის წინ აიღო პასუხისმგებლობა დაიცვას ბავშვები ყველა მოსალოდნელი საფრთხისგან, მისცეს მათ თავისუფალი განვითარებისა და ჯანდაცვის უმაღლესი ხარისხის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, აღიაროს და ხელი შეუწყოს ბავშვთა აზრისა და გამოხატვის, გადაადგილების, ასოციაციებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს, პატივი სცეს ბავშვის მოსაზრებებს და სათანადოდ გაითვალისწინოს მისი შეხედულებები.

საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, დღეს მაინც მწვავედ დგას მთელი რიგი საკითხები, რომელთა გამოც საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზების კუთხით არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. განსაკუთრებით, საგანგაშო სიტუაციაა შემდეგ საკითხებთან მიმართებით:

  1. დღემდე არსებობს არაერთი დიდი ზომის ბავშვთა სახლი, რომლებიც სახელმწიფო კონტროლის მიღმაა დარჩენილი. სახელმწიფოს მხრიდან დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის კვალდაკვალ, იხსნება ახალი სახლები, რაზეც ეფექტური რეაგირება დღემდე არ ხდება;
  2. საქართველოში 50 000 ბავშვი სიღატაკეში ცხოვრობს. პერიოდულად კი, მედიის საშუალებით, საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება ბავშვთა შიმშილით გარდაცვალების ფაქტები;
  3. არაოფიციალური სტატისტიკით, ქუჩებში 2000-მდე ბავშვი იმყოფება, რომლებიც ძალადობის, სხვაგვარი იძულების ან უფრო მძიმე დანაშაულის, ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან ოჯახის წევრებისა თუ მესამე პირების მხრიდან. ისინი იღუპებიან ქუჩაში ცხოვრებისა და მუშაობის დროს, ამ საგანგაშო მდგომარეობაზე კი დღემდე არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა;
  4. ბავშვთა, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა, ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ვერ პასუხობს მათი ჭეშმარიტი ინტერესის დაცვის სტანდარტებს. კერძოდ, მათთვის არ არსებობს შესაფერისი და საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო სისტემა და სამედიცინო დაწესებულებები;
  5. სექსუალური და სხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მიმართ არ არსებობს რელევანტური და ეფექტური საგამოძიებო სისტემა, ხშირ შემთხვევაში, ვერ ხდება დანაშაულთა იდენტიფიცირება, შედეგად კი ძალადობის მსხვერპლი ბავშვები აგრძელებენ ცხოვრებას მოძალადესთან ან რჩებიან ძალადობრივ გარემოში;
  6. არცერთი პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში არ მოიძებნება ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჩანაწერები, რაც ნიშნავს, რომ ბავშვები პრიორიტეტულ და პატივსაცემ მოქალაქეებად არცერთი მათგანის მხრიდან არ აღიქმება.

და ბოლოს, საქართველოს კონსტიტუციის  თანახმად, საქართველოში ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულის მიუხედავად, ბავშვები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას დამოუკიდებლად ისარგებლონ ამ უფლებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელმწიფოს შესაბამის უწყებების:

  • დაუყოვნებლივ იქნას შემუშავებული ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის ეფექტური პოლიტიკა და დაიგეგმოს შესაბამისი საქმიანობები, სათანადო რესურსების გათვალისწინებით;
  • გადაიხედოს საყოველთაო დაზღვევისა და სამედიცინო დაწესებულებების სერვისების შინაარსი და მოხდეს მათი მორგება ბავშვის საჭიროებებზე;
  • გადაიხედოს საკანონმდებლო ბაზა რათა ბავშვებს, სხვების თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი მართლმსაჯულების სისტემაზე;
  • რეალური პრიორიტეტი მიენიჭოს ბავშვზე ზრუნვის სისტემას, რაც გულისხმობს მისი ადამიანური და ფინანსური რესურსებით სათანადო უზრუნველყოფას;
  • დაუყოვნებლივ, განხორციელდეს ბავშვთა უფლებების კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის რატიფიცირება, რომელიც საშუალებას მისცემს ბავშვს და მის მხარდამჭერ პირებს, ბავშვის უფლებების სისტემური დაცვის მიზნით, მიმართონ გაეროს კომიტეტს;
  • მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, რეალისტურად შეაფასონ საქართველოში ამომრჩეველთა ნება და საჭიროებები, რომელიც პირველ რიგში ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფას უკავშირდება და შესაბამისად, ასახონ ბავშვთა უფლებები თავიანთ პოლიტიკურ პროგრამებში.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s