შეცდომის დაშვების უფლება – გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელის განხორციელება ისრაელში

თავისუფლება არ ღირს ქონად, თუ ის შეცდომის დაშვების თავისუფლებასაც არ გულისხმობს

მაჰათმა განდი

ადამიანების ქმედუუნაროდ აღიარებას მრავალი წელი ამართლებდნენ სურვილით – დაეცვათ ისინი შეცდომებისგან.  მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, ამ მოტივაციით ადამიანისათვის ქმედუნარიანობის ჩამორთმევა – ქორწინების, არჩევნებში მონაწილეობის, შვილების ყოლისა და გაზრდის უფლებების შეზღუდვა – უსამართლოა. ადამიანები, ხშირად სხვა ადამიანებზე ძალაუფლებისა და კონტროლის განსახორციელებლად, ვიგონებთ მათზე ზრუნვის საბაბს. თუმცა, ეს მხოლოდ საბაბია და, ჩვენ თავად, საკუთარი შეცდომის დაშვების უფლებას კმაყოფილებით ვინარჩუნებთ. სინანულით ვამბობთ, რომ ამა თუ იმ პოლიტიკოსისთვის არჩევნებზე ხმის მიცემისას შევცდით და 4 წლის შემდეგ ისევ იმ პოლიტიკოსს ვაძლევთ ხმას და ვერც კი წარმოვიდგენთ, რომ ვინმე ამის გამო ხმის მიცემის უფლებას შეგვიზღუდავს. ადამიანის ავტონომიისა და თავისუფალი ნების შეზღუდვა, მისი შეცდომისგან დაცვის მოტივით, შენიღბული ძალადობაა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს კომიტეტი კონვენციის მე-12 მუხლის ზოგად კომენტარში წერს: „ყველა ადამიანს აქვს რისკის გაწევისა და შეცდომის დაშვების უფლება“.

2015 წლის ოქტომბერში საქართველოში იურისტი იოთამ თოლუბი ჩამოვიდა. იგი ისრაელში გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელის პრაქტიკაში განხორციელებაზე მუშაობს. ისრაელმა ახალი კანონით ქმედუუნარობის მოძველებული სისტემა 2016 წელს გააუქმა, თუმცა 2011 წლიდან, პრაქტიკაში ახორციელებდა გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელს პილოტური პროექტის საფუძველზე. ქმედუნარიანობის აღდგენილი სტატუსის მქონე პირებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაბრუნება წარმოადგენს. მათ დიდ ხანს იცავდნენ საკუთარი თავისუფლებისგან. ისინი ითხოვენ შეცდომის დაშვების უფლების დაბრუნებას.

ხანდახან ასჯერ წაკითხულს, ერთხელ ნანახი სჯობს. ქვემოთ ნახავთ იმ ადამიანის ცხოვრებას (სუბტიტრების შემოკლებული თარგმანით), რომლიც იოთამის ორგანიზაციის მხარდაჭერით საზოგადოებაში ინტეგრირდა და გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელის განხორციელებას გვიჩვენებს:

ჰორეშის ისტორია – ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე.

Screenshot (5)

ჰორეშის ისტორია:

ჰორეში 30 წლისაა  „მოგესალმებით ყველას, ჩემი სახელია ჰორეშ ბენ-ამი. მე სოფოსტო კურიერად ვმუშაობ იურიდიულ ფირმაში. გზავნილები მიმაქვს სასამართლოში, სახელმწიფო უწყებებში. ჩემი საქმე წერილების დარიგებაა. მე მჯერა საკუთარი თავის, ჩემს თავში რწმენა გამაჩნია, ვინაიდან მყავს მხარდამჭერები, ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან, მე არ მეშინია“.

მარკო ბენ-ამი,  ჰორეშის მამა: „მას შემდეგ, რაც ჰორეში დაიბადა, მე მიმაჩნია, რომ მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ჰორეში ადვილად არ ნებდება და ხელს არ იღებს თავის გადაწყვეტილებებზე. მე ხშირად ვიყენებ ალეგორიას: ყველა ბავშვი ყვავილია, ჩვენ უნდა მივცეთ მათ საკვები, განათლება. ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ სწორი პირობები და ისინი გაიზრდებიან. ჰორეში ორქიდეაა და თუ შენ ორქიდეას ყოველდღე არ მოუვლი, არ დაუსხამ წყალს, არ მისცემ საჭირო სინათლეს და ჩრდილს, იგი აღარ გაიზრდება. ჩვენ ასე ვზრუნავდით ჰორეშსზე“

ჰორეში: „ხანდახან ადამიანებს არ ესმით, როგორ შეიძლება ჩემნაირი ბიჭი იყოს დამოუკიდებელი. მე ვამბობ, რომ მე არ მრცხვენია. მე მაქვს გარკვეული შეზღუდვა, რომელიც ღმერთმა მომცა. მე ხანდახან შეიძლება სახიფათო გადაწყვეტილებებიც მივიღო, მე შეიძლება სხვა ადამიანებისგან განსხვავებულად ვიფიქრო“.

მარკო ბენ-ამი: „ჰორეშს შეუძლია ყველაფრის გაგება და სწავლა, აი, ამიტომ მჯერა მე მისი. მე არ მჯერა საზოგადოების, რადგან იქ როგორც კარგი, ისე ცუდი ადამიანებიც გვხვდებიან. ჰორეში ადამიანია, რომელსაც სრული თავისუფლება სჭირდება, ვინაიდან ის მისმენს მე და ჩვენ ერთად ვწყვეტთ, ბუნებრივია მე მისთვის მეურვის დანიშვნას არ მოვითხოვ, თუმცა მე ვიცავ მას არასწორი გადაწყვეტილებებისგან, მე ვაფრთხილებ მას“

ჰორეში: „ხანდახან ძალიან მაწუხებს, როდესაც ის რაიმეს გაკეთებას მიკრძალავს, რადგან ადამიანი მხოლოდ შეცდომებისგან სწავლობს. თუ შენ არ დაუშვებ შეცდომას, შენ ვერ ისწავლი. არა მხოლოდ მამა, ხანდახან მეჩვენება, რომ ყველა ჩემს მაგივრად იღებს გადაწყვეტილებას. მე მესმის მისი შიშები. მაგრამ მე მას ვეუბნები. დამშვიდდი მამა“.

მაია გოლდმანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების ექსპერტი: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საკმაოდ ძვირად უჯდებათ გარშემომყოფთა შიშები მათ მიერ შეცდომის დაშვებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამასთან ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. შიშების დაძლევის ერთადერთი გზა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ერთად საუბარი და რჩევის მიცემაა. არ შეიძლება ამ ადამიანს თავს მოვახვიოთ ჩვენი აზრი, როგორც ბავშვს“.

მარკო: „მე ჰორაშს ვასწავლე, რომ ადვილად არ დანებებოდა სირთულეებს და მე ამ სწავლის შედეგს ახლა ვხედავ, ხანდახან მისი სიმტკიცე ჩემს წინააღმდეგ ბუმერანგივით ბრუნდება“.

ჰორაში: „მე მესმის მისი შიში, მაგრამ მე მისგან აკრძალვას არ ველი. არამედ, ველი რჩევას, მე მივაღწევ დამოუკიდებლობას, თუმცა ამაში მხარდაჭერა მჭირდება, საბოლოოდ მე მაინც მივაღწევ დამოუკიდებლობას“

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s