რას ნიშნავს გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელი პრაქტიკაში

მას შემდეგ, რაც ქმედუუნაროდ აღიარებულ პირს, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება ქმედუნარიანობა, ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა, რას ნიშნავს ეს რეალობაში.

გადაწყვეტილების მხარდაჭერის პროცესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უზრუნველყოფს მხარდაჭერით, რათა მათ საკუთარი ცხოვრების შესახებ გააკეთონ არჩევანი, მიიღონ და განახორციელონ გადაწყვეტილებები.

ყველა ადამიანი ვიყენებთ  მხარდაჭერას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს

გადაწყვეტილებაში მხარდაჭერა რეალობაში ყველას გვჭირდება, თუმცა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაში ეს მხარდაჭერა უფრო აქტიური და კანონით მოწესრიგებული სფეროა. მაგალითისთვის, თუ გაიხსენებთ თქვენს მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ბოლო პერიოდში, რომელიც, მაგალითად, ეხებოდა უძრავი ქონების შეძენას. თქვენ სავარაუდოდ მოძებნეთ უძრავი ქონების მაკლერი (მხარდამჭერი), რომელმაც შემოგთავაზათ ბინა ქალაქის სხვადასხვა რაიონში. შემდეგ თქვენ დაუკავშირდით თქვენს ნაცნობებს და მეგობრებს (მხარდამჭერები), რომელიც ამ რაიონში ცხოვრობენ და ჰკითხეთ, რამდენად კარგი რაიონია საცხოვრებლად, ხმაურიანი ან გადატვირთული ხომ არ არის? ამავე დროს, ბინის ფასზე მოლაპარაკებისას, კონსულტაცია გაიარეთ იურისტთან (მხარდამჭერი), რათა დაზღვეული ყოფილიყავით სამართლებრივი რისკებისგან. თუ ბინის შესაძენად თანხა დაგაკლდათ, აუცილებლად მიმართავდით ნაცნობებს რჩევისთვის (მხარდამჭერი), ბანკიდან სესხის აღების თაობაზე და, ბოლოს, წარმატებით შეიძინეთ ბინა. გილოცავთ! თუმცა, თქვენს ამ ქმედებებს, „გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელის“ თვალთახედვიდან რომ შევხედოთ, თქვენ გამოიყენეთ 4  მხარდამჭერების დახმარება, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

რა იგულისხმება სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ მხარდაჭერაში?

ანალოგიურად, იმ პირს, რომელსაც ქმედუნარიანობის სტატუსის აღდგენის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიშნება მხარდამჭერი, შესაძლებლობა აქვს, მხარდამჭერის აქტიური დახმარებით მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები, ცხოვრების იმ სფეროებში, რომელიც მას სასამართლომ განუსაზღვრა. ასეთი სფერო შესაძლებელია იყოს 4 ძირითადი სახის:

  1. პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს თუ ესაჭიროება მხარდაჭერა შვილის აღზრდის პროცესში მისაღებ გადაწყვეტილებებში, მას მხარდამჭერი დაეხმარება ამ პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
  2. ფინანსური გადაწყვეტილებები – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს თუ ესაჭიროება გადაწყვეტილება საკუთარი ფინანსური შემოსავლის სწორედ განკარგვაში, მას მხარდამჭერი დაეხმარება ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში და განხორციელებაში – მაგ. პენსიის განკარგვა.
  3. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს თუ ესაჭიროება მხარდაჭერა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების მენეჯმენტში, მას მხარდამჭერი დაეხმარება – მაგ. მედიკამენტების მიღების სწორ დაგეგმვაში.
  4. სამოქალაქო/პოლიტიკური გადაწყვეტილებები – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს თუ ესაჭიროება მხარდაჭერა, რომელიმე სამოქალაქო- პოლიტიკური უფლების განხორციელებაში, ამაშიც მიიღებს დახმარებას ინფორმაციის მოგროვებას, ანალიზსა და ნების განხორციელებაში.

მხარდაჭერა თუ სერვისი?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუნდოვანება, რაც ახლავს „გადაწყვეტილების მხადაჭერის მოდელს“ მდგომარეობს მხარდაჭერისა და სერვისის გამიჯვნაში. იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ადამიანები მრავალი წლის განმავლობაში იყვნენ ქმედუუნაროდ აღიარებული და არ ჰქონდათ განვითარებული დამოუკიდებელი ცხოვრების პრაქტიკული უნარები, ბევრ მათგანს, მხარდაჭერის გარდა შესაძლოა დასჭირდეს ყოველდღიური მოვლისა თუ ზრუნვის სერვისი. ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ორივე – მხარდაჭერისა და ყოველდღიური მოვლის- საჭიროობა დამოუკიდებლად ვაღიაროთ და ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ. რეალურ ცხოვრებაში, შესაძლებელია, მხარდამჭერთა უმრავლესობა ოჯახის ის წევრი იყოს, რომელიც ასევე ყოველდღიურად ზრუნავს მხარდამჭერის მიმღებ პირზე. მაგრამ, ეს ორი მოვლენა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია. ამ ადამიანზე ზრუნვის საჭიროებამ არ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს მის მიერ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლებაზე. ერთ ადამიანზე ზრუნვა მეორე ადამიანს არ აძლევს მისი გადაწყვეტილების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმაციას. სწორედ ამიტომ, მრავალ ქვეყანაში, უპირატესობა ენიჭება ისეთი მხარდამჭერის ან მხარდამჭერთა წრის დანიშვნას, რომლებიც არ იქნებიან მხარდასაჭერი პირის მშობელები ან მასზე უშუალოდ მზრუნველი პირები. ზრუნვა ორიენტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარებისაკენ.

შემდეგ ბლოგში ვისაუბროთ გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელის განხორციელებაზე სხვა ქვეყნებში.

 12307516_838595059592611_7051937639530839126_o

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s