საქართველოს სახელმწიფომ ბავშვის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომზადებული რეკომენდაციები გაიზიარა

UPR

საქართველოს სახელმწიფომ, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში, PHR-ის მიერ ბავშვის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომზადებული რეკომენდაციები გაიზიარა 

PHR-მა ბავშვის უფლებათა თემაზე მომუშავე პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად 2015 წელს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეორე ციკლის ფარგლებში ჩრდილოვანი ანგარიში წარადგინა, რომელიც შეეხებოდა ბავშვის უფლებათა დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასებას.

UPR-ის მეორე ციკლის ფარგლებში, საქართველოს მიმართ, ბავშვის უფლებათა დაცვის მიმართულებით, წევრი სახელმწიფოების მიერ გაკეთებული რეკომენდაციები შეეხებოდა ბავშვის სხეულებრივი დასჯის, ძალადობისაგან დაცვის, დაბადების რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღების პროცედურებსა და ქვეყანაში დაწყებული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულებას.

საქართველოს სახელმწიფომ გაიზიარა ესტონეთის, უნგრეთისა და პოლონეთის მიერ გაცემული რეკომენდაციები (117.14, 117.15, 117.16), რომლებიც შეეხება ბავშვთა სხეულებრივი დასჯის მიმართულებით გამჭვირვალე კანონმდებლობის შექმნას და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

საქართველომ ასევე გაიზიარა პარაგვაის მიერ გაცემული რეკომენდაცია (117.73), რომელიც შეეხება, შესაბამისი გადამზადების გზით, აკადემიური პერსონალის ცოდნის გაზრდას ბავშვის მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების ამოცნობასთან დაკავშირებით.

პარაგვაის, თურქეთისა და პანამას მიერ გაცემული რეკომენდაციები (117.87, 117.88, 117.89) შეეხებოდა დისკრიმინაციის გარეშე ყველა ბავშვის რეგისტრაციას და ამისათვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ასევე გაიზიარა საქართველოს სახელმწიფომ.

საქართველო ასევე დაეთანხმა უკრაინის მიერ გაცემულ რეკომენდაციას (117.90). აღნიშნული რეკომენდაცია შეეხება დიდი ზომის ინსტიტუციების დეინსიტუციონალიზაციის პროცესის დასრულებასა და ალტერნატიული, ოჯახური ტიპის მომსახურებების

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s