საქართველოს სახელმწიფომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის მიმართულებთ მომზადებული რეკომენდაციები გაიზიარა

UPR2

საქართველოს სახელმწიფომ, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში, PHR-ის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის მიმართულებთ მომზადებული რეკომენდაციები გაიზიარა 

PHR-მა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა თემაზე მომუშავე პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, 2015 წელს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეორე ციკლის ფარგლებში, ჩრდილოვანი ანგარიში წარადგინა, რომელიც შეეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასებას.

UPR-ის მეორე ციკლის ფარგლებში, საქართველოს მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის მიმართულებით, წევრი სახელმწიფოების მიერ გაკეთებული რეკომენდაციები შეეხებოდა: გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების ხელშეწყობასა და კონვენციის იმპლემენტაციის პროცესის ეფექტურ განხორციელებას.

საქართველოს სახელმწიფომ გაიზიარა ესტონეთის, უნგრეთის, სლოვენიის, ავსტრიისა და თურქეთის რეკომენდაციები (116.2, 116.12, 116.13, 116.14, 117.5), რომლებიც შეეხება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას.

საქართველომ ასევე გაიზიარა   მიანმას, საბერძნეთისა და ომანის მიერ გაცემული რეკომენდაციები (117.110, 117.112, 117.113), რომლებიც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის კონვენციის იმპლემენტაციის პროცესის ეფექტურ განხორციელებას.

საქართველო ასევე დაეთანხმა ავსტრიის, ჩინეთისა და სინგაპურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს (117.107, 117.109, 117.111). აღნიშნული რეკომენდაციები შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განათლების უფლების რეალიზებას კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s