8 მარტის ეკლიანი ყვავილები

2012 წლის 8 მარტს სან-ფრანცისკოში ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის ღონისძიებას დავესწარი. პირველი გრძნობა, რომელიც გზად მიმავალს გამიჩნდა, ღიმილისმომგვრელი დამორცხვება იყო. მეგონა, მივდიოდი იქ, დაგვახვედრებდნენ ყვავილებს, მამაკაცებიც ხელზე ამბორით შეგვეგებებოდნენ და ამ ყველაფრის წარმოდგენისას ბუნებრივად გამიჩნდა კითხვა – რატომ გადაწყვიტა მასპინძელმა ორგანიზაციამ ასეთ სტერეოტიპულ ღონისძიებაზე ჩვენი წაყვანა?

ჩემგან განსხვავებით ეს კითხვა არ გასჩენია შვედ კოლეგას, რომელმაც ამაყად შეაბიჯა დარბაზში და ღირსეული სიტყვითაც გამოიჩინა თავი.

შეხვედრა გახსნა ჯაზის შემსრულებელმა აფრო-ამერიკელმა ქალმა. მან სიმღერით გაგვახსენა თანასწორობა, შემდგომ სცენაზე ავიდნენ სხვადასხვა ფემინისტური მოძრაობის აქტივისტები და ეს ყველაფერი დაგვირგვინდა იმით, რომ იმ წლის ყველაზე ძლიერ ფემინისტად და ქალთა უფლებების დამცველად სან-ფრანცისკოს მამრობითი სქესის მერი დასახელდა. არავის გაუღიმია ცინიკურად, მე კი მაინც ვათვალიერებდი ირგვლივ ხალხს.

ამ დღეს დავფიქრდი, როგორ იცვლის მნიშვნელობას 8 მარტი იმის მიხედვით, თუ სად იმყოფები.

რა ხდება ჩვენთან, საქართველოში.

ამ დღეს ერთნი აღნიშნავენ ლამაზი, ნაზი, ფაქიზი ქალების სიყვარულის დღეს, გამალებით უმტკიცებენ ერთგულებას ბანალური ნივთების მირთმევით. ან „მაქსიმალურს გაიღებენ“ და საკუთარ თავს შესთავაზებენ, როგორც უზენაეს საჩუქარს. ასე მაგალითად, გურიის გუბერნატორმა 3 მარტს, დედის დღეს, გურულ ქალებს შესწუწუნა, ცოლიანი რომ არ ვიყო ან თქვენ დაოჯახებულები, სულ ყველას ცოლად მოგიყვანდითო.

ცხადია, მედიამ სტერეოტიპებზე უნდა ისაუბროს, უნდა ამხილოს, საზოგადოება დააინტერესოს, თუმცა რეალობა ისაა, რომ, მოუმზადებელი მედია თავად ხდება სტერეოტიპების დამამკვიდრებელი ან გამავრცელებელი.

თუ თვალს გადავავლებთ საზოგადოების ფართო ფენებზე მომუშავე მედიასაშუალებებს, ვნახავთ, რომ ყოველდღიურ პროგრამებში გენდერული სტერეოტიპები ჭარბობს. ისინი ქმნიან ქალთა ცალსახოვან იმიჯს: ქალებს უმეტესად წარმოაჩენენ მარტოხელად, დაუცველად, მსხვერპლად ან კაცზე დამოკიდებულად. სხვათა შორის, მედია არც კაცებს ინდობს და საკმაოდ არარეალისტურად წარმოადგენს მაყურებლის წინაშე.

მამაკაცი წარმოჩენილია, როგორც ძალაუფლების მქონე, უფრო გონიერი, შეძლებული და ძლიერი. მედია თითქმის არ ტოვებს ადგილს მასკულინური სტრუქტურის ალტერნატიული ხედვისთვის. აღნიშნული მიდგომა ხშირად წარმოშობს ცრუ მოლოდინებს ერთმანეთის მიმართ, ხოლო დაუბალანსებელ გენდერულ როლებს წესად გვთავაზობს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედია, რომელიც თავად არის გზავნილი და ამავდროულად, მგზავნელიც, აკეთებდეს არა უბრალოდ დაბალანსებულ, არამედ გენდერულადაც დაბალანსებულ პროდუქტს, რადგან მას შეუძლია იყოს ქალთა უფლებრივი თანასწორობის მიღწევის და დაცვის ერთ-ერთი მყარი გარანტი.

წყარო: mediachecker

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s