“მედია დიეტიდან” ბავშვის გამოხატვის თავისუფლებამდე

ფილოსოფოს ჯონ ლოკს სჯეროდა, რომ ბავშვები უცხო ქვეყანაში ჩასული მოგზაურები იყვნენ, რომლებსაც ამ ქვეყნის შესახებ არაფერი გაეგებოდათ. მას სჯეროდა, რომ ბავშვებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა აზრი გამოეხატათ, მაგალითად, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ის იზიარებდა ტრადიციულ შეხედულებას, რომ ბავშვებს, „რაციონალური“ ზრდასრულებისგან განსხვავებით, არ აქვთ პოლიტიკური უფლებები.

თანამედროვე დემოკრატიული ფილოსოფია ცვლის პარადიგმას და ამბობს, რომ ბავშვები თანასწორი, ღირსების მატარებელი, სრულფასოვანი მოქალაქეები არიან და თანაბრად სარგებლობენ ყველა სიკეთით, რომელსაც საზოგადოება იღებს ადამიანის უფლებების აღიარებით და რეალიზებით.

თანამედროვე პარადიგმა აღიარებს, რომ ბავშვებს, როგორც მომავალ სრულწლოვან მოქალაქეებს, აქვთ ლეგიტიმური ინტერესი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მიიღონ და გასცენ ინფორმაცია პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ თუ სხვა თემებზე. მათ სურთ კრიტიკულად შეაფასონ მოვლენები და ამისთვის სვამენ უამრავ შეკითხვას. ცდილობენ მოიპოვონ ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და შემდეგ გამოთქვან თავიანთი აზრი.

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სასამართლო საქმემ (Tinker v. Des Moines School District), რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ ამერიკის ერთ-ერთ შტატში გაიმართა. მას შემდეგ, რაც სკოლის მოსწავლეებმა გაიგეს ვიეტნამის ომის შესახებ,თავიანთი პროტესტი გამოხატეს ვიზუალურადსკოლაში გაიკეთეს შავი სამხრეები. ასე გააპროტესტეს ომი, რომელმაც მრავალი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ეს იყო ერთ-ერთი ცნობილი საპროტესტო აქცია იმ დროის ყველაზე მწვავე პოლიტიკურ მოვლენაზე.

ყველამ იცის, რომ მედია გამოხატვის მაღალი სტანდარტით სარგებლობს. მას „ჩემპიონის“ სტატუსიც კი აქვს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ასე რომ ყველაზე კარგად მედიას ესმის ინფორმაციის მიღების ფასი. მოდი წარმოვიდგინოთ, რომ მედიასაშუალება, რომელსაც არ აქვს ინფორმაცია ან აქვს არარელევანტური, გადაუმოწმებელი, არასრული ინფორმაცია, დიდი ალბათობით, დაუყოვნებლივ დაიმკვიდრებს თავის „ საპატიო “ ადგილს საზოგადოებაში, რაც ნიშნავს, რომ მან დაკარგა თავისი როლი.

დავუბრუნდეთ ბავშვებს. სამართლებრივ დისკუსიას არ იწვევს ის, რომ ბავშვებს აქვთ უფლება თავისუფლად გამოხატონ შეხედულებები, მოიწონონ ან გააპროტესტონ რაიმე, თუმცა გამოხატვის თავისუფლების რეალიზება მეტწილად დამოკიდებულია ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაზე. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს სრული ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც აინტერესებს და მიიღოს ეს ისე, რომ არ დაირღვეს მისი სხვა უფლებები (იყოს დაცული ძალადობისგან, დამაზიანებელი ინფორმაციისგან, და ა. შ). გარდა უფლების არსებობისა, ბავშვთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას აქვს სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სიკეთეები, რაც ხალხთა დამოკიდებულებებს რეაქტიულად ცვლის ბავშვებთან დაკავშირებით, კერძოდ, ცვლის ბავშვთა ტრადიციულ როლს, ამსხვრევს პატერნალისტურ დამოკიდებულებებს, პრიორიტეტებს ანიჭებს ბავშვის ღირსებას, ინდივიდუალიზმს, უფლების სუბიექტად აღქმას, ასევე ბავშვი სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით ინდივიდუალურად, რაც გამოიხატება მისი პერსონალური ავტონომიის თვითშეგრძნებაში, თავისუფლების გააზრებაში, რაც მთლიანობაში ბავშვში ავითარებს მოქალაქის თვითშეგნებას, ტოლერანტობას და პასუხისმგებლობის არსს.

იმ შემთხვევაში თუ ვიფიქრებთ, რომ ბავშვებს არ აქვთ ან არ უნდა ჰქონდეთ უფლება მიიღონ ინფორმაცია, თავისუფლად გამოთქვან აზრები და გამოხატონ დამოკიდებულებები, ჩვენ მათ განვათავსებთ „კანონიერ გალიაში“ – საზოგადოებისგან შორს.

მედია დღეს პატივს არ სცემს ბავშვის გამოხატვის უფლებას, არ აძლევს ბავშვს საჭირო ინფორმაციას, არ ფილტრავს ინფორმაციას იმგვარად, რომ მან არ დააზიანოს ბავშვი. საქართველოში ჩატარებულმა თითქმის ყველა მედიაკვლევამ დაადასტურა, რომ ბავშვები მეორეხარისხოვან მაყურებლებად/მსმენელებად არიან აღქმულნი, რაც გამოიხატება რეპორტაჟებში მათი როლით. ბავშვი უფრო კადრია, ვიდრე რესპონდენტი, უფრო მომაკვდავია, ვიდრე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, უფრო მათხოვარია, ვიდრე უფლებების სუბიექტი და არა სხვა. რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვებისთვის განკუთვნილ არარსებულ პროგრამებზე, გადაცემებზე, საიდანაც ისინი მიიღებდნენ ყველა საჭირო და თანამედროვე ინფორმაციას საზოგადოებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

მედია საშუალებებს ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ, რომ დემოკრატიის ხარისხი ბავშვთა, ჟურნალისტთა თუ სხვა პირთა თავისუფლებით იზომება, თავისუფლება კი, თავის მხრივ, გამოხატვის მაღალი სტანდარტით. ისინი უნდა დაფიქრდნენ, რატომ არის მათი ტელევიზია, გაზეთი თუ რადიო ყველასთვის, გარდა ბავშვებისა, რატომ არიან ჟურნალისტები სელექციურები პროფესიულ საქმიანობაში, რატომ ქმნიან პროდუქტს მხოლოდ სრულწლოვანთათვის, რატომ ჰყავთ ბავშვები „მედია დიეტაზე“ და რა მოხდება, თუ ისინი ბავშვებამდეც მიიტანენ ინფორმაციას და მისცემენ მათ გამოხატვის თავისუფლებას.

წყარო: mediachecker

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s