საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობა

11150598_733806473404804_5022924819478666760_nარასამთავრობო ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით მიმართა ქალმა, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი მცირეწლოვანი შვილის მიმართ დაირღვა თანასწორობის პრინციპი, შეზღუდული შესაძლებლობის გამო. 

განმცხადებლის განმარტებით, 2014 წლის 16 სექტემბერს, ორ შვილთან ერთად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით (ავტობუსი), გადაადგილდებოდა ვაკის ტერიტორიაზე. განმცხადებლის 6 წლისშვილი, რომელსაც აღენიშნება შეზღუდული შესაძლებლობა, (აუტისტური სპექტრი, ეპილეფსიის მძიმე ფორმა) მგზავრობის დროს, ფეხს ურტყამდა სკამის წინ დამონტაჟებულ ფიცარს, რაც იწვევდა მცირე ხმაურს. დედის მხრიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს  განემარტა, რომ ბავშვის გამომწვევი ქცევა განპირობებული იყო ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობით და შეუძლებელი იყო აღნიშნული ქცევის იმწუთიერი აღკვეთა. მიუხედავად ამისა, ბავშვის ქცევას, მძღოლის მხრიდან მოჰყვა ყვირილი და დისკრიმინაციული/შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რაც გამოიხატა შემდეგში, „თუ ავადმყოფია საავადმყოფოში დააწვინე!“ და დედის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა (გინება). დედის ინფორმაციით, ბავშვის ქცევა არ ქმნიდა, ტრანსპორტის მართვის პროცესში, რეალური ხელშეშლის რისკს.

მძღოლის შეურაცხმყოფელმა ქმედებებმა გამოიწვია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ძლიერი აღელვება, რამაც ეპილეფსიური შეტევის რისკი საგრძნობლად გაზარდა და ბავშვს განუვითარდა შეტევის წინმსწრები მოვლენები (ფიზიკური გაშეშება, რეაქციების შენელება). შედეგად, დედა იძულებული გახდა სატრანსპორტო საშუალებიდან ჩასულიყო, რათა ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნოდა.

აღნიშნულმა ფაქტმა მავნე ზეგავლენა მოახდინაასევე განმცხადებლის მეორე მცირეწლოვან შვილზე (3 წლის), რომელმაც სტრესის გამო, ორი დღის განმავლობაში საერთოდ შეწყვიტა მეტყველება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ამგვარ მოპყრობას აქვს სისტემატიური ხასიათი, რაც საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დაუყოვნებლივ ეფექტურ  ჩარევას.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის მე-5 მუხლი კრძალავს ნებისმიერისახის დისკრიმინაციას, რომელიც დაფუძნებულია შესაძლებლობის შეზღუდვაზე, ხოლო შესაძლებლობის შეზღუდვაზე დაფუძნებულ დისკრიმინაციას კონვენცია განმარტავს შემდეგნაირად: „შესაძლებლობის შეზღუდვაზედაფუძნებული დისკრიმინაცია გულისხმობს ყველანაირ განსხვავებას, გამორიცხვას ანშეზღუდვას, რომლის მიზანი ან შედეგია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ,კულტურულ, სამოქალაქო ან სხვა სფეროებში, ადამიანის ყველა უფლების დაფუნდამენტური თავისუფლების სხვების თანასწორად, ცნობის, რეალიზების ანსარგებლობის ხელის შეშლა ან მათი უარყოფა.“

ამავე კონვენციისმე-9 მუხლი ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის უფლებას ხელმისაწვდომგარემოსა და სერვისებზე, ხოლო მე-16 მუხლით მოთხოვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირთა დაცვა ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან.

საქართველოს კანონი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“  კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას.

ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა. სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული მექანიზმები, რათა არ დაუშვას და/ან ეფექტიანად აღკვეთოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების დარღვევა.

,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველ ორგანოდ სახალხო დამცველის აპარატს ასახელებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის14 აპრილს, ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, რათა შესწავლილ იქნას საქმის დეტალები და მძღოლის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის დადასტურების შემთხვევაში, განხორციელდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განაგრძობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვაზე მუდმივ მონიტორინგს და ამ მიზნით გამოიყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას.

Advertisements

2 thoughts on “საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობა

  1. თავად ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუმცა მიხარია, რომ ნელ-ნელა ასეთი ფაქტები საჯარო ხდება, ადამიანებს ეძლევათ ძალა, რომ გააპროტესტონ და სამართლის ენით ებრძოლონ უსამართლობას. მადლობა დედას, რომელმაც გააჟღერა ეს ამბავი! დიდი იმედი მაქვს, შესაბამისი რეაგირება მოყვება სახელმწიფოს მხრიდან.

  2. ხშირად მიწევს პირდაპირ და მოკლედ თქმა რომ ბავშვი ” ავადმყოფია” …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s