უნდა გავაცნობიეროთ, სხვა გზა არ გვაქვს!

,,სამკურნალო” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კი არა, სოციალური ბარიერებია – ფიზიკური, ინფორმაციული, სამართლებრივი და დამოკიდებულებები”[1]

16168_494501310692273_305087957426293022_n

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად იცხოვრონ საზოგადოებაში, გააკეთონ არჩევანი და აკონტროლონ მათი ყოველდღიური ცხოვრება სხვებთან თანასწორ პირობებში, როგორც ეს გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლით.[1]

Wikipedia-ში კანონის წინაშე თანასწორობის შესახებ სტატიას პარიზში მდგარი თანასწორობის ქანდაკების ფოტო ამშვენებს. ამ ქანდაკების ისტორიის მოყოლა შორს წაგვიყვანს. ყურადღებას მხოლოდ იმ ფაქტზე გავამახვილებ, რომ ეს ქანდაკება ქალია. არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემზე უფროსი თაობისთვისაც, ძნელად წარმოსადგენია ისტორიული პერიოდი, როცა ქალების ნაცვლად გადაწყვეტილებებს იღებდნენ კაცები: მამები, ქმრები, შვილები, მაგრამ კაცები. ეს იყო დისკრიმინაცია გენდერული იდენტობის საფუძველზე, რომელიც ჯერ ნამდვილად არ აღმოფხვრილა, მაგრამ ქალებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ როგორ იცხოვრონ, სად იცხოვრონ, ვისთან ერთად, ვის მისცენ ხმა არჩევნებში და როგორ განკარგონ მათ საკუთრებაში არსებული ქონება.

ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა დისკრიმინაციასაც სისტემური ხასიათი აქვს და ამ წუთშიც ხდება რომელიღაც ინსტიტუციაში, ჩვენს მეზობელ სახლში, შეიძლება ჩვენს ოჯახებშიც, მაგრამ ამის გაცნობიერება ჯერ კიდევ გვიჭირს.

2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო ფსიქიური ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული მოდელი. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ იყვნენ აღიარებულნი კარგავდნენ ხმის მიცემის, საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, ოჯახის შექმნის და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ძალაში შესვლის გამო, აუცილებელი გახდა აქამდე არსებული რეგულაციების შეცვლა. საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის წევრების, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთაგან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უარყო არსებული მიდგომები და ადამიანისათვის ფუნდამენტური უფლებების ჩამორთმევა შეცვალა მისთვის მხარდაჭერის დანიშვნით.

შეცვლილი სისტემა მთლიანად მხარდაჭერას ეფუძნება და შემოაქვს ახალი ტერმინი – ,,ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირი’’, რაც ამგვარად განიმარტება:

,,პირი, მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ეს დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად უნდა ართულებდეს მხარდაჭერის მიმღების მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის, ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროებთან დაკავშირებით’’.

ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანს, რომელიც შეიძლება იყოს როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ისე ხანდაზმული, სასამართლო დაუნიშნავს მხარდამჭერს, რომელიც გადაწყვეტილებას კი არ მიიღებს მის მაგივრად, არამედ თავად მას დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. გადაწყვეტილების მიღებაში მხარდაჭერა დაეფუძნება ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებს და წინასწარ იქნება განსაზღვრული ის სფეროები, სადაც შეიძლება წარმოიშვას მხარდაჭერის აუცილებლობა.

მრავალი ინდივიდუალური საქმე აჩვენებს, რომ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირისათვის გადაწყვეტილების მიღებაში მხარდაჭერა, მუშაობს იმაზე უკეთ, ვიდრე ჩანაცვლება და მის მაგივრად გადაწყვეტილების მიღება. რაც ყველაზე მთავარია, მხარდაჭერა უზრუნველყოფს ადამიანის არჩევანის თავისუფლებას.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირებსა და ხანდაზმულებს, პერიოდულად აქვთ გამოწვევები საკუთარი საჭიროებების აღქმასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციაში და ასეთ დროს, მათი ოჯახის წევრები და მათზე მზრუნველები თამაშობენ გადამწყვეტ როლს, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს მათი საჭიროების შესაბამისად, მაგრამ მათი აზრისა და არჩევანის პატივისცემით.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ კანონის წინაშე თანასწორობა არ არის იმ ადამიანების პრივილეგია, რომელთაც არ აქვთ ქრონიკულად მძიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. გამორიცხული არ არის, რომ ასაკის ან გადატანილი მძიმე სტრესის გამო ჩვენც დაგვჭირდეს მხარდაჭერა გადაწყვეტილების მიღებაში.

როგორც არ უნდა გვიჭრიდეს დღეს, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს მიერ, სხვისი უფლებებისა და თავისუფლებების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, არღვევს მის ფუნდამენტურ უფლებას – არჩევანის თავისუფლებას.

გასულ საუკუნეში, ქალებმა მოიპოვეს კანონის წინაშე თანასწორობა და მართალია მძიმედ, მაგრამ მაინც წინ მიიწევს გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ახლა მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე დისკრიმინაცია არანაკლებ მძიმეა იმ ადამიანებისათვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაბადებიდან არათანაბარ პირობებში უწევს ცხოვრება.

[1] http://tbinternet.ohchr.org/_layouts/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CRPD/C/GC/1&Lang=en

[1] http://www.ipsnews.net/2005/02/rights-ending-poverty-means-empowering-the-disabled/

Advertisements

2 thoughts on “უნდა გავაცნობიეროთ, სხვა გზა არ გვაქვს!

  1. რახანია დროა, რომ ქმედუნარიანობის თემას მიეხედოს. მართლაც ბევრი უსამართლობა ხდება ქმედუნარიანობის შეზღუდვის მექანიზმის გამოყენებით.

    ყველა ადამიანი ინდივიდია, და ამდენად არ შეიძლება იარლიყის მიკერებით მათ პიროვნულობა შევუზღუდოთ. თუ როგორ იზღუდება ქმედუნარიანობა ფსიქიკური აშლილობის დროს ვფიქრობ კვლევას საჭიროებს.

    ამჟამად ვმუშაობ სადისერტაციო თეზისზე: ფსიქიატრიული მომსახურების გენდერული ანალიზი. ქმედუნარიანობის თემას განსაკუთრებით შევეხები. მინდა დაინტერესებულ პირებთან დაამხანაგება ამ კუთხით ადამინის უფლებების დასაცავად.

    • თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია მოგვაწოდეთ ორგანიზაციის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@phr.ge ან Facebook-ის გვერდის საშუალებით – http://www.facebook.com/PHR.HumanRights და შეგვიძლია ვითანამშრომლოთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s