ანა არგანაშვილი

_mg_2145-001_0

რამდენიმე კვირის წინ პარიზის მასტერსის ტურნირზე ნადალის და ჯოკოვიჩის ნახევარფინალს მე და ჩემი შვილი ანდრო ვუყურებდით. ვისკენ ხარ: ნადალისკენ. გამიკვირდა: ნადალი ხომ თითქმის წაგებულია? ზუსტად მაგიტომ, თუ უკვე იცი, ვინ მოიგებს და მაინც მისკენ ხარ, მაშინ ხომ საინტერესო აღარაა? – მიპასუხა.

თავიდან სუსტის მხარდაჭერას მივაწერე. არა, ჩოგბურთს თვითონაც თამაშობს და იცის, რომ იქ სუსტები და დაჩაგრულები მასტერსის ფინალში ვერ გადიან. მით უმეტეს, ნადალს არაფერი აქვს 8 წლის ანდროს დასაცავი. მსოფლიოს მე-2 ჩოგანია კაცი. ისევ მის პასუხს დავუბრუნდი – ‘საინტერესო” ამეკვიატა.

რა შორს მიდიხარ, საკუთარ თავს შეხედე: ყველა დისკუსიაში, სადაც ვხვდები, დომინანტური მოსაზრების კონტრარგუმენტს ვავითარებ. რა თქმა უნდა, არა ვინმეს სიბრალულის მოტივით, იმიტომ, რომ ასე საინტერესოა, ასე ეკვილიბრიუმია, ასეთია ჩემი ხატი სამყაროს შესახებ.

ჩემ ხატში არ არსებობენ აბსოლუტურად ტოლერანტი, მართალი, ჭკვიანი, ლიბერალი  და ა.შ. ადამიანები. ისინი იმდენად არიან ასეთები, რამდენადაც თავიანთი მოცემულობის სიმყიფეს გრძნობენ და აღიარებენ, რომ მათი ტოლერანტობა, სამართლიანობა, ჭკვიანობა, ლიბერალობა და ა.შ. უსასრულო კონტინიუმზე რაღაც კონკრეტულ წერტილშია ლოკალიზებული. ეს წერტილი შეფარდებითია, და თუ ვინმე წინაა, ის ვიღაცაზე უკანაც არის. დღეს თუ წინაა, ხვალ შეიძლება ჩამორჩეს.

ჩემ ხატში არ არსებობს აბსოლუტურად სწორი, ჰუმანური, სამართლიანი, ჭკვიანური იდეები, იმიტომ, რომ ყველა მტკიცებულებას მოენახება ალტერნატიული მტკიცებულება. ყველა მსჯელობას აქვს სუსტი მხარე. ყველა მოგებას ახლავს პარალელურად რაღაცის წაგებაც.

ჩემი ხატი წონასწორობაა კონტრ და პროს შორის. ამიტომაც არც ერთ პოზიციას ავტორიტარულად მტკიცების ძალა არ აქვს.

რასაც ახლა ვამბობ, ეს ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ ქართული რეალობისთვის – რელევანტური. აქ ხშირად ხდება ჭეშმარიტების ეგიდით დომინირება და საკუთარი წინმსწრები პოზიციით ტკბობა; ხდება საკუთარი მოსაზრებების უნივერსალურ სიმართლედ გასაღება ხოლო საკუთარი პერსონის – სიმართლის აპოლოგეტად. აქ არ უყვართ საუბრის დაწყება ფრაზით ‘შესაძლებელია, ვცდებოდე”, ‘შესაძლებელია, ეს არ იყოს სწორი, მაგრამ მე ასე ვფიქრობ”, ‘დიდ პატივს ვცემ თქვენ განსხვავებულ აზრს, მაგრამ მე ვთვლი, რომ”…

მატჩის შემდეგ ანდრო მიხსნიდა, სად ჩააგდო ნადალმა თამაში. საიდან შეიძლებოდა ამოექაჩა. ჩვენ საიდან ამოვქაჩავთ?

პოსტი 2010 წლის 25 იანვარს გამოქვეყნდა ჟურნალში ,,ცხელი შოკოლადი”

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s