ინტეგრირებული კლასი აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის

IMG_20141122_155452მე ვარ მარი კორკოტაძე, 6 წლის აუტიზმის მქონე ბავშვის დედა, რომელსაც მსურს 2015 წელს შვილი მივიყვანო საჯარო სკოლაში, ინტეგრირებულ კლასში. ასევე, წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.“

2014 წლის 22 დეკემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შედგა 3 მშობლის შეხვედრა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსთან ქალბატონ ეკა დგებუაძესთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინტეგრირებული კლასების გახსნა, რათა აუტიზმის მქონე ბავშვებმაც შეძლონ მიიღონ განათლება, რისი სრული უფლებაც აქვთ. თბილისში 3 სკოლაში ფუნქციონირებს ინტეგრირებული კლასი, სადაც ადგილები შევსებულია და საჭიროა ახალი კლასების დამატები ახალი ნაკადის მისაღებად. გასული ორი წლის მანძილზე წინასწარ არ იცოდნენ მშობლებმა გაიხსნებოდა თუ არა ეს კლასები და მთელი წლის განმავლობაში იყვენენ განცდებში. წელსაც იგივე სიტუაცია იყო. გაურკვეველი იყო გაიხსნებოდა თუ არა კლასები.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს რომ ვეკითხებოდით, გვეუბნებოდნენ, რომ ახალი კლასის გახსნა შეუძლებელი იყო, რადგანაც ბიუჯეტში არ იყო გაწერილი. შეხვედრის დროს მშობლებმა არგუმენტირებულად და დასაბუთებულად წამოვჭერით ჩვენი შვილების განათლების საკითხი. ეკა დგებუაძისგან პირობა მივიღეთ, თუ მივაწვდით მონაცემებს – რამდენი აუტიზმის მქონე ბავშვი აპირებს მომავალ სასწავლო წელს 1 კლასში მისვლას, მიუხედავად იმისა, რომ თანხები არ არსებობს, საჭროების შემთხვევაში მოიძიებენ ამ თანხებს და დაამატებენ ინტეგრირებულ კლასებს.

აქვე ვიტოვებთ იმედს, რომ მშობლებს მუდმივად შეგვატყობინებენ ახალ ამბებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე გავაგრძელებ ამ ბლოგის წერას და მშობლებს მუდმივად მივაწვდი ინფორმაციას რაც მექნება.

Advertisements

6 thoughts on “ინტეგრირებული კლასი აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის

  1. CHVEN BEVRNI VART.ZOGIERTI CHVENTAGANIS KOMPLEQSEBIS GAMO TU GAMOKETE BAVSHVI SAXLSHI DA AR MIECI GANATLEBIS UFLEBA,DAMNASHAVE EGOISTI XAR MASHIN AMITON DAVITVALOT ERTMANETI DA DAVANAXOT SAXELMCIFOS ROM SAZOGADOEBIS MOTXOVNAA ინტეგრირებული კლასი აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის

  2. სამწუხაროდ მხოლოდ ახლა მოვიდა ჩემამდე ეს ინფორმაცია:( მივესალმები თქვენს ძალისხმევას.

    ბოდიშის მოხდით შევნიშნავ, რომ ერთია ამ ბავშვების სწავლების უფლების ფინანსური უზრუნველყოფა და მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ამ არაბუნებრივად კეთილი ბავშვებისათვის კვალიფიციურ, კომპეტენტურ და გამოცდილ აღმზრდელთა შეკრება.

    • გეთანხმებიც, ეგეც დიდი პრობლემაა, მაგრამ ვფიქრობ წინსვლები იქნება მაგ მხრივ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s