პროფესიას არ აქვს სქესი

Untitledხშირად დავფიქრებულვარ, რა არის განმსაზღვრელი ფაქტორი პროფესიის არჩევის დროს? ბევრი იტყვის , რად უნდა ამას ფიქრი, მთავარია საკუთარი სურვილი და ინტერესიო, მაგრამ ასე მარტივადაც არ არის საქმე. საკუთარი სურვილის გარდა, კიდევ ბევრი ფაქტორი მოქმედებს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ყველაზე ნამდვილად არ მიფიქრია, მაგრამ რამდენიმე ისეთზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომელიც მეტნაკლებად ნაცნობია ჩემთვის.
თუ გადავხედავთ არც თუ ისე შორეულ წარსულს, ვნახავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაზე, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფაქტორი ახდენდა გავლენას.
მაგალითად, ჩვენი მშობლების თაობის წარმომადგენლების არჩევანი, ხშირ შემთხვევაში, განპირობებული იყო მათი მშობლების სურვილით. ხშირად, ოჯახური კონსილიუმი იღებდა გადაწყვეტილებას, თუ რა პროფესია უნდა ჰქონოდა შვილს ან შვილიშვილს. თუ ოჯახის ერთი წინაპარი მაინც წარმოადგენდა, მაგალითად მედიცინის სფეროს, ოჯახის ახალგაზრდა წევრის პროფესია მის დაბადებამდეც კი განსაზღვრული, უალტერნატივო და გადაწყვეტილიც იყო. იმ პერიოდში ესა თუ ის პროფესია წარმოადგენდა ერთგვარ ოჯახურ ტრადიციას, რომელსაც ოჯახი დიდი ერთგულებით იცავდა, თუმცა რთული სათქმელია, ეს უფრო პროფესიის პატივისცემის გამოხატულება იყო, თუ იმ ოჯახის წევრის, რომელიც ამ პროფესიას წარმოადგენდა. თუ ოჯახის წარმომადგენელი წარმატებული იყო თავის საქმიანობაში, რატომღაც ითვლებოდა, რომ შვილი ან შვილიშვი ავტომატურად დაჯილდოვებული უნდა ყოფილიყო ანალოგიური შესაძლებლობებით, ისე როგორც რეზიკოს დაუჯდა ძვირად ბაბუამისის ლოტბარობა.
კიდევ ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა „მოდა“. მაგალიათად 90-იან წლებში, „მოდაში იყო“ ეკონომიკის სწავლა. ცოტა მოგვიანებით იურისტობა გახდა მოდური, მედიცინის სფერო არასდროს კარგავდა თავის „მოდურობას“ და ა.შ.

კიდევ ბევრი ფაქტორი ახდენდა გავლენას პროფესიის არჩევაზე, რომლებსაც აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ ერსებობს ერთი ძალიან საინტერესო ფაქტორი, რომელიც ყოველთვის, ნებისმიერ ისტორიულ პერიოდში, გარკვეულწილად განსაზღვრავდა პროფესიას და თანაც ისე, რომ ადამიანები არც ფიქრობდნენ ამაზე, ესაა სქესი.
ადამიანის ცნობიერებაში არაერთი სტერეოტიპი არსებობს ე.წ „მამაკაცურ“ და „ქალურ“ პროფესიებთან დაკავშირებით. თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ სქესი არის ის ფაქტორი , რომლიც ყველაზე მეტად მიჯნავს ადამიანს სხვადსხვა პროფესიისგან. მაგალითად, თუ ხარ ქალი,როგორღაც, ავტომატურად იბლოკება შენში ინტერესი ისეთი პროფესიების მიმართ, როგორიცაა, მაგალითად ჯარისკაცის პროფესია, ან ფეხბურთელის, მეხანძრის და ა.შ.

თუ მაინც აირჩიე ჩამოთვლილი პროფესიებიდან რომელიმე, საზოგადოების დამოკიდებულება შენი არჩევანის მიმართ, ხშირ შემთხვევაში ნეგატიურია. ადამიანებს არ სჯერათ, რომ ქალს თანაბარი ხარისხით შეუძლია „მამაკაცური“ საქმიანობის შესრულება.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი სტერეოტიპის მსხვერპლნი მარტო ქალები არ ყოფილან. არსებობს არაერთი პროფესია, რომლებიც საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის მიღებულია მამაკაცისათვის შეუფერებელ საქმიანობად. ალბათ, ბევრ თქვენგას ჰყოლია სკოლაში მეგობარი (ბიჭი)  შემდეგი მეტსახელებით; „ბეთჰოვენა“, „სკრიპკა“, ან გაგვიგონია შემდეგი ფრაზა „ კაცი რომ ელასტიკს ჩაიცვამს“. (ბალერონების მისამართით).

საბედნიეროდ, ისტორიას ახსოვს არაერთი ადამიანი, რომლებმაც დაამტკიცეს , რომ წარმატებისათვის მთავარია გიყვარდეს შენი საქმე, იყო მისი ერთგული და რომ არ არსებობს მამაკაცი „ქალური“ პროფესიით, ან ქალი „მამაკაცური“ პროფესიით. პროფესიას არ აქვს სქესი!

რამდენიმე დღის წინ გავიცანი ძალიან კარგი გოგო – თაკო ტატუაშვილი. გაგიკვირდებათ და, თაკო საქართველოს ქალ-ფეხბურთელთა ნაკრების წევრია. გაგიკვირდებათ იმიტომ, რომ ბევრმა თქვენგანმა  ალბათ, ისიც არ იცის , რომ ჩვენ ქალ-ფეხბურთელთა ნაკრები გვყავს, არც მათ აქტიურ საქმიანობაზე გვსმენია ხშირად და არც იმ გოგოებზე, რომლებიც ქვეყნის გარეთ, საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობენ.

თაკო ბოლო პერიოდის განმავლობაში თამაშობდა თურქულ კლუბ „Adanspor“-ში. მისი ახლანდელი გეგმები ლატვიას უკავშირდება, რის გამოც “Adanspor”-თან დამშვიდობება მოუხდა.

თითქმის ყველა შეკითხვა დავუსვი, რაც წინასწარ მომზადებული გვქონდა, გარდა ერთისა. იგი ისეთი ენთუზიაზმით და სიყვარულით საუბრობდა თავის საქმიანობაზე და კარიერაზე, ნადვილად უხერხულად მომეჩვენა მეკითხა, თუ გინანია როდესმე შენი არჩევანითქო.

როცა ვკითხეთ, ხალხი რას ამბობს, როცა იგებენ რომ ფეხბურთელი ხარ, ან ბიჭების რეაქცია როგორიათქო, გაუკვირდა ჩემი შეკითხვა. მოგვიანებით დავფიქრდი და მივხდი, როცა ძალიან ბევრს მუშაობ საკუთარ თავზე, იმისთვის რომ განვითარდე , გაიზარდო, ვარჯიშობ უამრავ საათს, გადიხარ მოედანზე და ბევრად მეტის გაკეთებას აიძულებ შენ თავს, ვიდრე იმავე პროფესიის მამაკაცი,რადგანაც საზოგადოება “მამაკაცური” პროფესიის ქალებს ბევრად მაღალ მოთხოვნებს უწესებს, ვიდრე მამაკაცებს,  როცა იცი, რომ ეს წარმატება მხოლოდ და მხოლოდ შედეგია შენი შრომის, ამ ყველაფრის შემდეგ, რა თქმა უნდა გააკვირვებდა ჩემი  შეკითხვა, სხვა რას ამბობს და რას ფიქრობს შენს საქმიანობაზე და შენ რამდენად გაღელვებს მათი აზრითქო.

ბუნებრივია, როცა ძალიან დიდი შრომა დევს შენი წარმატების უკან, უადგილოა ფიქრი იმაზე, სხვას რა დამოკიდებულება აქვს შენი საქმინობის მიმართ. არამგონია ჯოჯრ ბალანჩინი ან ვახტანგ ჭაბუკიანი ცეკვის დროს იმაზე ფიქრობდნენ და ნერვიულობდნენ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი რას ფიქრობდა მათ „ელასტიკებზე“.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, იმ შემთხვევაში, თუ ხარ ქალი და  გინდა საზოგადოების აღიარების მოპოვება, შენი შედეგით უნდა აღემატებოდე მსგავსი პროფესიის მამაკაცებს. რთული სათქმელია, ემახსოვრებოდა თუ არა ისტორიას ამერიკელი მოცურავე ქალი გერტრუდა ედერლე, ლა-მანშის გადაცურვის რეკორდული დროით რომ არ დაემტკიცებინა, რომ პროფესიას ნამდვილად არ აქვს სქესი!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s