მე, TOMS-ის ფეხსაცმელი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

Untitledნებისმიერ სფეროში ახალი ტენდენციის დამკვიდრება არის მაჩვენებილი იმისა, რომ სფერო ვითარდება.

ყოველთვის, როდესაც ეცნობი სიახლეებს შენს სფეროში, ფიქრობ, როგორ გამოიყენო, როგორ მოარგო კონკრეტულად შენს საქმიანობას, იწყებ არსებული გამოცდილების ძიებას და აღმოაჩენ, რომ აღნიშნულ ტენდენციასთან დაკავშირებით უკვე დიდი გამოცდილებაა მსოფლიოში და არც ისე ახალია თურმე, მაგრამ ამას თავისი დადებითი მხარეც აქვს, არსებული გამოცდილების გათვალისწინება, რაც ამცირებს შეცდომის დაშვების რისკს.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ( CSR) თემას სამსაათიანი ლექცია დაუთმო GIPA-ში თორნიკე გურულმა. თემა რომ საინტერესო იყო და მისი მნიშვნელობა სწორად რომ შევაფასეთ, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მაგისტრანტების დიდმა ნაწილმა, სადიპლომო ნაშრომის თემად სწორედ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა აირჩია.

ლექციის დასაწყისში მომეჩვენა, თემა არც ისე უცნობი და ახალი იყო. გამიჩნდა მოლოდინი, რომ ლექციის ბოლოს გავაკეთებდი დასკვნას: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა იგივეა, რაც ფილანტროპია და ქველმოქმედება, უბრალოდ CSR-ი მისი „პიარშიკული“ სახელწოდებაა, მაგრამ ლექციის მსვლელობა მარწმუნებდა იმაში, რომ ჩვენ ვსაუბრობდით რაღაც უფრო მასშტაბურზე, უფრო მნიშვნელოვანზე და ქველმოქმედების ყველაზე სწორი განვითარების ფორმაზე.

CSR-ის ერთი, საბოლოოდ დადგენილი განსაზღვრება არ არსებობს. სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ორგანიზაციები, სხვადასხვაგვარად აყალიბებენ მას, თუმცა არსებითად, ყველას არსი იგივეა.

CSR-ის არსი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ უნდა მართონ ბიზნესკომპანიებმა თავიანთი ბიზნეს საქმიანობა, რათა მოახდინონ ყოვლისმომცველი დადებითი ზეგავლენა საზოგადოებაზე.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ახალი ტენდენციაა ქართულ ბაზარზე, სწორედ ამით შეიძლება ავხსნათ ერთგვარი დაბნეულობა მის მიმართ.

ახლახანს გადავაწყდი ინტერვიუს, ერთ-ერთი კომპანიის საზოგადოებასთან უთიერთობის მენეჯერთან, რომელიც აღნიშნავს, რომ მისი კომპანია სოციალურ პასუხისმგებლობას ეწევა, თუმცა მოგვიანებით ამბობს: “ ჩვენი კომპანია საქველმოქმედო აქციებს პერმანენტულად ატარებს, მაგრამ ისინი ყოველთვის არ არის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.“ აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული კომპანია ქველოქმედებას ეწევა, რაც ასევე დასაფასებელია, მაგრამ ქველმოქმედების საშუალებით, რაც ხშირ შემთხვევაში ერთჯერადია, რთულია რაიმე რეალური და მდგრადი შედეგის მიღება.

ერთ-ერთი აუცილებელი სიტყვა, რომელიც ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს CSR-ის დეფინიციაში, ეს არის სიტყვა „გრძელვადიანი“, ხოლო სიტყვა „ერთჯერადი“ არის ის, რომელსაც სრულიად გამორიცხავს CSR-ი თავისი ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე.

მაშინ რა არის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა?

არსებობს ასეთი მსოფლიო ბრენდი TOMS-ი, რომელიც ძირითადად ფეხსაცმელს აწარმოებს. კომპანიას აქვს პროდუქციის სპეციალური ხაზი „One for One”, მისი შინაარსი შემდეგია: თუ თვქენ შეიძენთ TOMS-ის ფეხსაცმელს, იცოდეთ რომ , კომპანია საჩუქრად გაუგზავნის მეორე წყვილ ფეხსაცმელს სხვადსხვა განვითარებად ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვებს, მათ ვისაც ყველაზე მეტად ჭირდებათ ფეხსაცმელი.

კომპანია ასავე აწარმოებს სათვალეებს, რომლის შეძენითაც თქვენ ეხმარებით ბავშვებს, რომლებსაც აქვთ პრობლემები მხედევლობასთან დაკავშირებით. და კიდევ ერთი პროდუქტი, ეს არის ყავა. ერთი შეფუთვის ყიდვის შემთხვევაში, კომპანია იღებს ვალდებულებას, ერთი კვირით, სასმელი წლით უზრუნველყოს ერთი ადამიანი იმ ქვეყნებში, სადაც სასმელი წყლის პრობლემაა.

წარმოგიდგენთ Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ, საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების სიას, რაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს CSR-ის მნიშვნელობაში. ესენია: Microsoft, Google, The Walt Disney Company, BMW, Apply, Daimler (Mercedes Benz), Volkswagen, Sony, Colgate, LEGO.

აღნიშნული კომპანიები სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით არაერთ მილიონს ხარჯავენ. ლოგიკურია შეკითხვა, რისთვის ჭირდებათ ამხელა ხარჟის გაღება, მათ ხომ არავინ ავალდებულებს ამას. მრავალი წლის განმავლობაში ჩატარდა არაერთი კვლევა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი CSR-სა და კომპანიის ფინანსურ მოგებას შორის.

1972 წლიდან 2000 წლამდე ჩატარებული კვლევების 68% აღნიშნულ შეკითვაზე დადებით პასუხს გვაძლევს. აღსანიშნავია, რომ სოციალურად ორიენტირებულ კომპანიებს 18%-ით მეტი მოგება აქვთ.(წყარო Institute of Business Ethics, 2003).

ისეთი წარმატებული პრაქტიკის მქონე კომპანიები, როგორიცაა Coca-Cola, Johnson & Johnson, Procter & Gamble აცხადებენ , რომ მათი აქციონერების მთლიანი შემოსავალი, სოციალური ინტერესების გათვალისწინებამდე 15% -ს შეადგენდა, ხოლო ბოლო 15 წელია, აღნიშნული მონაცემები 43%-მდე გაიზარდა. რატომ იზრდება კომპანიების მოგება სოციალური ინტერესების გათვალისწინების შემდეგ? კომპანიები იღებენ მომხმარებლის ნდობას, რაც ზრდის მათი პროდუქციის გაყიდვებს. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ის, რომ TOMS-ის სოციალური პასუხისმგებლობის გაცნობის შემდეგ, მისი მომხმარებლების რიცხვს, ჩემი სახით კიდევ ერთი მომხამრებელი შეემატა.over37000

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s