ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალები და ოჯახში ძალადობა

603660_379328045542934_1074194123_n2012  წლის 3 აგვისტოს გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე რაშიდა მანჯოომ გენერალურ ასამბლეას წარუდგინა მოხსენება (A/67/227) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფორმებისა და სიხშირის შესახებ. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ორჯერ უფრო ხშირად ხდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე ქალები, რომელთაც არ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობა.’’

,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის’’ PHR-ის იურისტი ქეთი ბახტაძე მუშაობს ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალთათვის სამართლებრივი დახმარების საკითხებზე.

რა  სახის სერვისებს სთავაზობს PHR ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალებს და რა ძირითად პრობლემებს აწყდებით ბენეფიციარებთან?

ჩვენ ყოველკვირეულ ვიზიტებს ვახორციელებთ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში თბილისსა და რეგიონებში, ვხვდებით ბენეფიციარებს და ვახდენთ მათი სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირებას.  PHR სთავაზობს ბენეფიციარებს როგორც იურიდიულ კონსულტაციას, ისე საადვოკატო მომსახურების გაწევას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ბენეფიციარები (იშვიათი გამონაკლლისების გარდა) მოკლებულნი არიან შესაძლებლობას დაიქირავონ იურისტი და დაიცვან საკუთარი თავი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის სერვისის უსასყიდლოდ შეთავაზება მათთვის.

მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, იმისათვის, რომ ბენეფიციარებმა შეძლონ და დაიცვან საკუთარი უფლებები. მათი დიდი ნაწილი ხშირ შემთხვევაში მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულია იმ პირზე, რომელიც ხელყოფს მათ უფლებას.

ერთ-ერთ ბენეფიციარს, რომელსაც პირობითად თეონას დავარქმევ, ოჯახის წევრებმა მოატყუებით ათქმევინეს უარი საკუთარი საცხოვრებელი სახლის საკუთრების უფლებაზე და მხოლოდ მათ სახელზე მოახდინეს ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. თეონას დიდი სურვილი აქვს დაიცვას საკუთარი უფლება და იდავოს სასამართლოში მოტუებით დადებული გარეგების თაობაზე, მაგრამ იგი უარს აცხადებს ამაზე, რადგან მატერიალურად არის დამოკიდებული ოჯახის წევრებზე და რომ არა მათი დახმარება ის აღმოჩნდება ქუჩაში, საკვების და სხვა საარსებოდ აუცილებელი საშუალებების გარეშე.

სამწუხაროდ, თეონას შემთხვევა არც ერთადერთია და არც გამონაკლისი. საქართველოში ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალები ხდებიან სხვადასხვა სახის ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და რადგან ვერ ხედავან გამოსავალს, უწევთ შეეგუონ არსებულ ვითარებას და იცხოვრონ მოძალადესთან ერთად.

საქართველოს კანონი ,,ოჯახში ძალადობის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ არ მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა დაცვისათვის ადეკვატურ ღონისძიებებს, შესაბამისად კანონის მექანიზმი არ უზრუნველყოფს მათ დაცვას იმგვარად, რომ უზრუველყოფილი იქნეს ყველა ბენეფიციარის თანაბარი დაცვა. ამ ტიპის დისკრიმინაციული მიდგომა გვხვდება ყველგან, როგორც საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში, ისე საზოგადოების დამოკიდებულებაში ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალების მიმართ.

ის სტერეოტიპები, რომელიც ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალებთან დაკავშირებით არსებობს ქმნის წრეს, რომელის გარღვევაც თავად ბენეფიციარებს არ შეუძლიათ. ამიტომ აუცილებელია სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს ადეკვატური დაცვა იმ ფსიქო-სოციალური საჭირობის მქონე ქალების, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერლნი ხდებიან. მათი რაოდენობა კი საკმაოდ ბევრია (სამწუხაროდ სახელმწიფო მიერ განხორციელებული კვლევა ამ საკითხზე არ არსებობს და შეუძლებელია ოფიციალურ მონაცემებზე მითითება).

ამჟამად, სახელმწიფოში მიმდინარეობს ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა და მუშავდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიული სამოქმედო გეგმა. რამდენად არის გათვალისწინებული თქვენი ბენეფიციარების საჭიროებები?

სამწუხაროდ არ შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს მომავალში რაიმე არსებითად შეიცვლება. ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა’’ არ ითვალისწინებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალების სპეციალურ საჭიროებებს. ვერ ვხვდებით ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალების დაცვისათვის გასათვალისწინებელი აუცილებელ მიდგომებს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ,,საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმაში.’’

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საუწყებათაშორისო საბჭოს მიერ შემუშავებული 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა ,,ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.’’ მოცემული სამოქმედო გეგმა საერთოდ არ მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ძალადობისგან დაცვისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებათა მარეგულირებელ ნორმებს.

სამწუხაროდ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, რადგან სახელმწიფოს შესაბამისი სამსახური არ ზრუნავს ამაზე. არც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალთა საჭიროებების კვლევის ოფიციალური შედეგები გვაქვს. სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტშიც (,,ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფცია’’) კი ქალები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფად არ მოიაზრებიან, მათი დაცვისათვის სპეციალურ მიდგომებს ვერ ვხვდებით ვერცერთ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში.

ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალების შიშს დაიცვან საკუთარი უფლებები, აქვს საფუძველი, ეს ,,არასენსიტიური მართლმსაჯულება’’ და სტერეოტიპებით გაჟღენთილი საზოგადოებაა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია:’’

,,წევრმა სახელმწიფოებმა ყველა შესაბამის ზომებს უნდა მიმართონ ქალების სრულყოფილი განვითარების, წინსვლის, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და მათთვის ამ კონვენციით გამყარებული ადამიანის უფლებებითა და ყველა ფუნდამენტური თავისუფლებით თანასწორად სარგებლობის გარანტირებისათვის’’ (მუხლი 6. პუნქტი 2).

რა ღონიძიებების განხორციელებას გეგმავს PHR აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად?

ჩვენ ვაგრძელებთ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში მყოფი და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე ქალთა საჭიროებების შესწავლასა და სამართლებრივ მომსახურებას. ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის’’ – PHR ევროკავშირის მხარდაჭერით 2013 წლის სექტემბრიდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების მეინსტრიმინგი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ    სახელმწიფო სამოქმედო გეგმაში’’ და 2014 წლის აპრილიდან ,,ქალთა ფონდი საქართველოში’’-ის მხარდაჭერით პროექტს ,,ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფ და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე ქალთა დაცვა ძალადობისაგან.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s