სასამართლო სხდომის დაწყებამდე, საჭიროა, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირმა შეარჩიოს ის ადამიანი ან ადამიანები, ვინც სურს რომ იყვნენ მისი მხარდამჭერები.
ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირმა მხარდამჭერად უნდა შეარჩიოს ისეთი ადამიანი, რომელთანაც აქვს ხანგრძლივი და უშუალო ურთიერთობა. ამ ადამიანმა,უნდა იცოდეს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ცხოვრების ისტორია, მისი ინტერესები, სურვილები, გამოწვევები და ფლობდეს მასთან კომუნიკაციის ეფექტურ უნარს.
მხარდამჭერს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს დაეხმაროს დამოუკიდებელ ცხოვრებაში. თუმცა, იგი არ უნდა ერეოდეს მის გადაწყვეტილებებში.
მხარდამჭერი უნდა აცნობიერებდეს დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ჰქონდეს ამ უფლებამოსილების განხორციელების რეალური საშუალება: დრო და შესაძლებლობა.
Advertisements