2015 წლის 1 აპრილიდან, საქართველოს კანონმდებლობაში ქმედუნარიანობის სისტემასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა; რეფორმამ მეურვეობის ძველი მოდელი, რომელიც სამეურვეო პირის ნების ჩანაცვლებას გულისხმობდა, ახალი, პროგრესული – გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელით შეცვალა. სასამართლოს მიერ დანიშნული მხარდამჭერი, მეურვისგან განსხვავებით, მხარდაჭერის მიმღების ნაცვლად არ იღებს გადაწყვეტილებებს, იგი მხარდაჭერის მიმღებს ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და მიღებული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის გაცნობაში.
გაეცანით PHR-ის საინფორმაციო ბროშურას ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთათვის
იხილეთ PHR-ის ვიდეორგოლი ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ საქართველოში:
Advertisements