PHR-ის იურისტმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ ტრენინგი ჩაატარა

18 მაისს „კოალიცია ბავშვთა და ახალგაზრდებისთვის“ წევრი ორგანიზაციებისთვის ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემაზე ტრენინგი გაიმართა.  ტრენინგზე განიხილებოდა ის სამართლებრივი ფაქტორები და დამოკიდებულებები რაც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ არსებობს. ტრენინგს უძღვებოდნენ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი თამარ რობაქიძე და World Vision –ის ბავშვთა დაცვისა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი მაია მგელიაშვილი.

PHR-ის იურისტმა ტრენინგზე ისაუბრა, თუ რა სამართლებრივი რეგულაციები და მექანიზმები არსებობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის. ყურადღება გაამახვილა ისეთ მწვავე პრობლემაზე, როგორიცაა ტრეფიკინგის საფრთხე ბავშვებში, იძულებითი შრობა და მათი სხვა ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმა. ასევე, ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რომლებსაც არსებული რეგულაციების აღსრულების პროცესში აწყდება სახელმწიფო. ტრენინგის დასკვნით ნაწილში, იურისტმა უპასუხა აუდიტორიის კითხვებს, რომელიც შეეხებოდა მობილური ჯგუფების ვალდებულებებს, პოლიციის როლსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციის მნიშვნელობას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვისას.    

32751456_1628153640586263_8780116169068642304_o

32792419_1628153637252930_2482298704027975680_o

33020271_1628153613919599_6106991561273245696_n

Leave a comment