PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად სასამართლომ ძალადობაგამოვლილი ქალის დასაცავად დამცავი ორდერი გამოსცა

2017 წლის 24 მაისს, ორგანიზაციის – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტების სამართლებრივი დახმარების შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობაგამოვლილი ქალის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, მაქსიმალური – 6 თვის ვადით  დამცავი ორდერი გამოსცა, რომლითაც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის საცხოვრებელთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადეს, ასევე, აეკრძალა კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო საშუალებით, მათ შორის დარეკვა და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა.

logoss

სამართლებრივი დახმარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. კონსულტაციების შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაციაპარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)”. ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის, აშშის მთავრობის ან აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

Leave a comment